ცეცხლის შეწყვეტა სირიაში

ცეცხლის შეწყვეტა სირიაში კიდევ 48 საათს გაგრძელდება.

ცეცხლის შეწყვეტა სირიაში

ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრ - ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ - სერგეი ლავროვს შორის, მოლაპარაკების შედეგად, სირიაში 7 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, კიდევ 48 საათს გაგრძელდება.
 
ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგატმა, მარკ ტონერმა, პრესკონფერენციაზე სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა. როგორც ტონერმა განაცხადა, კერისა და ლავროვის სატელეფონო საუბრის შედეგად გადაწყდა, რომ სირიაში, 12 სექტემბერს დაწყებული 7 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა კიდევ 2 დღეს გაგრძელდება.

პარასკევს, 9 სექტემბერს, შევიცარიის ქალქ ჟენევაში, მოლაპარაკება კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, შეთანხმებით დასრულდა. ცეცხლის შეწყვეტა ყურბან ბაირამის დღესასწაულზე, რომელიც 1 კვირას გასტანს, 12 სექტემბს, სირიის დროით 18:45 საათზე შევიდა ძალაში.





banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.