გარდაიცვალა სიმონ ზაზაძე, თურქეთში მცხოვრები ქართველი მეცენატი

2016 წლის 6 ოქტომბერს, საფრანგეთში, გულის შეტევით გარდაიცვალა ქართული კათოლიკური ეკლესიის მესვეური - სიმონ ზაზაძე.

გარდაიცვალა სიმონ ზაზაძე, თურქეთში მცხოვრები ქართველი მეცენატი

2016 წლის 6 ოქტომბერს, საფრანგეთში, გულის შეტევით გარდაიცვალა ქართული კათოლიკური ეკლესიის მესვეური - სიმონ ზაზაძე.83 წლის ასაკში გარდაცვლილ მეცენატს, 11 ოქტომბერს, სამგლოვიარი ცერემონიის შემდეგ, სტამბოლის Notre Dame de Sion-ის ფრანგული გიმნაზიის ეზოში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
 
მამამისი, პავლე ზაზაძე, 1917 წელს ახალციხიდან სტამბოლში გადასახლდა. სტამბოლში, თაჰთაქალეში დაარსებულ ,,ფოლადის არწივითა“ და ,,ზაზა ჰოლდინგით“, უმოკლეს დროში სტამბოლის ყველაზე ცნობილ ბიზნესმენებს შორის დაიმკვიდრა ადგილი. სიმონ და პავლე ზაზაძეებს, რომელთაც არა ერთი ჯილდო აქვთ მიღებული, საქართველოს ღირსების ორდენი მიენიჭათ.

1997წელს სიმონ ზაზაძეს საქართველოს საპატიო მოქალაქის ტიტული მიენიჭა. ამასთანავე, ბატონ სიმონს, რომელიც 9 ენას ფლობდა, ბათუმის, ახალციხისა და თბილისის უნივერსიტეტებში დოქტორის, ქუთაისი უნივერსიტეტში კი პროფესორის წოდება მიენიჭა. სწორედ, მისი დამსახურებაა ქართული კათოლიკური ეკლესიის ბიბლიოთეკის შენარჩუნება, რომელმაც დღემდე მოაღწია.  მან უდიდესი წვლილი შეიტანა შიშლიში კათოლიკური ეკლესიის ფონდის დაარსებისა და განვითარებისათვის.
 

banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.