შეუვსებელი დანაკლისი, პროფესორი ლია ჩლაიძე გარდაიცვალა

თურქეთის ქართველების დიდი მეგობარი, პროფესორი თურქული ენისა და ლიტერატურის დარგში, ლია ჩლაიძე გარდაიცვალა.

შეუვსებელი დანაკლისი, პროფესორი ლია ჩლაიძე გარდაიცვალა

თურქეთის ქართველების დიდი მეგობარი, პროფესორი თურქული ენისა და ლიტერატურის დარგში, ლია ჩლაიძე გარდაიცვალა. ლია ჩლაიძე არაერთი მნიშვნელოვანი პუბლიკაციისა და თარგმანის ავტორია, მათ შორის არის ორჰან ფამუქის: "მე წითელი მქვია" და "მდუმარე სახლი". მისივე თარგმნილია დიდი თურქი მწერლის, ჰალდუნ თანერის ნოველების კრებული "აწვიმდა სტამბოლს".

ლია ჩლაიძემ თარგმნა ქართულად  "მაადაი ყარა", თურქულენოვანი ხალხების უძველესი ეპოსი. მან შეადგინა და იყო მთავარი რედაქტორი თურქულ-ქართული აკადემიური ლექსიკონისა.

ქალბატონ ლიას ეკუთვნის თურქეთის ქართველებისთვის დაწერილი "დედა ენა", რომლის მეშვეობითაც უამრავმა ადამიანმა შეიყვარა და შეისისხლხორცა მშობლიური ენა. 
 

 ლია ჩლაიძის პუბლიკაციების ჩამონათვალი:

  1. 1995-2008 წწ. სპეცრედაქტორი „კავკასიური სახლის" მიერ დაარსებული სერიის „კავკასიური ფოლკლორი"
  2. 2001 წ. ერთ–ერთი შემდგენელი და მთავარი რედაქტორი თურქულ-ქართული აკადემიური ლექსიკონისა, სტამბოლი.
  3. 2007 წ. კავკასიური ფოლკლორი, „კავკასიური სახლი".
  4. ვინ შეიძლება იყოს „ქორქუთის წიგნის" შუქლი მეფე? „მნათობი" 5-6, 2004 წ.
  5. "თურქეთელი ქართველები", კრებული "საქართველო ათასწლეულთა გასაყარზე", 2005 წ.
  6. ხსენებული სტატია 2004 წ. ითარგმნა თურქულად და დაიბეჭდა ჟურნ. „Pirosman"-ში, N 6, სტამბოლი, 2008.
  7. ხოჯა ნასრედინი კავკასიაში, (დაიბეჭდა ქართულად და თურქულად) ჟ. „Pirosmani", სტამბოლი N5, 2008.
  8. „მუჰაჯირობისა და უსამშობლოობის პოეზია კავკასიურ ფოლკლორში (ქართულ და თურქულ ენებზე), ჟ. „Pirosmani", N 9, სტამბოლი, 2009.
  9. 1995-2000 წწ აბაზური, აფხაზური, ყარაჩაული, ნოღაური, ყუმუხური და დარგუული ფოლკლორის კრებულების შედგენა, თარგმნა, წინასიტყვაობა, კომენტარები.
  10. 1995–2008 წწ. სპეც–რედაქტორი – კავკასიის აბორიგენი მოსახლეობის ზეპირსიტყვიერების ნიმუშები (20 კრებული).
  11. 2006 წ. ჰალდუნ თანერი, „აწვიმდა სტამბოლს" (ნოველების კრებული), თარგმანი, კომენტარები, "კავკასიური სახლი".
  12. 2008 წ. „კავკასიის ხალხთა ფოლკლორი". შეადგინა, თარგმნა (ნაწილი), გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ლია ჩლაიძემ. [ქართულ ენაზე], თბ., 2008 წ. „კავკასიური სახლი".
  13. 2013 წ. „კავკასიურმა სახლმა" გამოსცა ამ კრებულის რუსული თარგმანი. რუსული გამოცემისათვის ვრცელი შესავალი და კომენტარები დავწერე.
  14. 2008 წ. „მაადაი ყარა" თურქულენოვანი ხალხების უძველესი ეპოსი, შესავალი, თარგმანი, კომენტარები, „კავკასიური სახლი".
  15. 2009 წ. „100 ქართული ლექსი თურქულად" შევადგინე და გამომცემლობა „ინტელექტს" გადავეცი კრებული გამოსაცემად.
  16. 2010 წ. ორჰან ფამუქი, „მე წითელი მქვია"; „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა". 2010 წ., დაიმსახურა ლიტერატურული პრემია „გალა" .
  17. 2013 წ. ორჰან ფამუქი, „მდუმარე სახლი", „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა".


 
banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.
Avatar
მამუკა - 10 ay უკან
ღმერთმა აცხოვნოს...