ნატოს ბალტიისპირეთში მყოფი ჯარისკაცები თურქეთში გადმოჰყავს

გასულ ორშაბათს, ნატომ ბალტიისპირეთში მყოფი ჯარისკაცების თურქეთში გადმოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ჯარისკაცების 30 პროცენტს კი გერმანელები შეადგენენ.

ნატოს ბალტიისპირეთში მყოფი ჯარისკაცები თურქეთში გადმოჰყავს

Bild am Sonntag -ის თანახმად, ჯარისკაცები, რომლებსაც თურქეთში გადმოიყვანენ, სირიის საჰაერო ზონას გააკონტროლებენ. ჯარისკაცების თურქეთში გადმოყვანის თარიღი უკვე ცნობილია. მთავრობა 12 ოქტომბერს დაგეგმილ მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც 12-17 ოქტომბრის შუალედში ფედერალურ საბჭოს გადაეგზავნება. ნატოს გადაწყვეტილებითაც, ჯარისკაცებს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში გადმოიყვანენ, ამისათვის კი თურქეთის პარლამენტის თანხმობაა საჭირო.

თურქეთის პარლამენტის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, გერმანელი ჯარისკაცები ისლამისტების წინააღმდეგ ვერ იბრძოლებენ. გერმანიის დელეგატები აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგზავნიან ახალ ჯარისკაცებს, თუ თურქეთი მათ ინჯირლიქში მებრძოლ ჯარისკაცების ნახვის უფლებას მისცემს.

 გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელი დელეგატები ინჯირლიქში ჯარისკაცების სანახავად ანკარის მთავრობის ნებას ელოდებიან. Bild am Sonntag -ის თანახმად, შეხვედრა 4 ოქტომბერს განხორციელდება.
                                                       
2 ივნისს გერმანიის მთავრობამ 1915 წლის მოვლენები გენოციდად შეაფასა, რის შემდეგაც თურქეთ-გერმანიის ურთიერთობები დაიძაბა. თურქეთმა გერმანიაში ახალი ელჩი - ალი ქემალ აიდინი დანიშნა.
 
 
 

banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.