ნუმან ქურთულმუშ: 216 გაქცეულმა ჯარისკაცმა შეიძლება შეთქმულება მოაწყონ

,,ამ დროისათვის გაქცეულ ჯარისკაცთა რიცხვი ორას თექვსმეტია. მათ და მათთან ერთად მოქმედმა პირებმა შეიძლება შეთქმულება მოაწყონ. შესაძლებელია ტექნოლოგიის გამოყენებით ზეწოლა მოახდინონ პოლიციაზე, ბანკებზე და ა.შ აქედან გამომდინარე, ფხიზლად უნდა ვიყოთ“ განაცხადა პრეზიდენტის მოადგილემ ნუმან ქურთულმუშმა.

ნუმან ქურთულმუშ: 216 გაქცეულმა ჯარისკაცმა შეიძლება შეთქმულება მოაწყონ

,,ამ დროისათვის გაქცეულ ჯარისკაცთა რიცხვი ორას თექვსმეტია. მათ და მათთან ერთად მოქმედმა პირებმა შეიძლება შეთქმულება მოაწყონ. შესაძლებელია ტექნოლოგიის გამოყენებით ზეწოლა მოახდინონ პოლიციაზე, ბანკებზე და ა.შ აქედან გამომდინარე, ფხიზლად უნდა ვიყოთ“ განაცხადა პრეზიდენტის მოადგილემ ნუმან ქურთულმუშმა.  ქურთულმუშმა ფეთულლაჰ გულენის საკითხთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ამერიკამ ეს ადამიანი თურქეთს უნდა გადასცეს.

როდესაც ვკითხულობთ, სახიფათოა თუ არა 216 გაქცეული ჯარისკაცი, უნდა გავიხსენოთ ერაყი, რომელიც ასეთმა ვითარებამ განადგურების პირას მიიყვანა. ერაყში მსგავსი მოვლენების დაწყებიდან 20 თვის შემდეგ, ეს პროცესები განხორციელდა. სირიამ, 18-19 თვის შემდეგ დღევანდელი სირიის სახე მიიღო. თურქეთის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია, ჩვენმა ქვეყანამ უფსკრულიდან ამოსვლა შეძლო და ვფიქრობ, რომ ქვეყანაში აღარ არის მსგავსი გადატრიალების მოწყობის საშიშროება.

ჩვენი სათქმელი შემდეგში მდგომარეობს: დავუშვათ,  ამერიკაში განხორციელებული ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი თურქეთში რომ ჩამოსულიყო და ჩანქაიაში ეცხოვრა, ჩვენ კი შეგვეფარებინა, რას იზამდნენ? თეთრი სახლის, პარლამენტის, პენტაგონის აფეთქებაში დამნაშავე რომ მიგვეღო, რას იგრძნობდნენ? ასეთ მდგომარეობაში ვართ ჩვენც. ყოველივე ეს კი თურქეთ - ამერიკის ურთიერთობებს შეასუსტებს. ამერიკა თუ მართლაც დემოკრატიულ სტანდარტებს ემხრობა და სურს თურქეთ - ამერიკის ურთიერთობების გაგრძელება, მაშინ ეს ადამიანი თურქეთს უნდა გადასცეს“- განაცხადა ნუმან ქურთულმუშმა.

 

banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.