საქართველო თურქეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს გაზრდის

თბილისში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრი ფარუქ ჩელიქი იმყოფებოდა, რომელმაც ქართულ-თურქულ ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა.

საქართველო  თურქეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს გაზრდის

ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში თურქული კომპანიების 43 წარმომადგენელი იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ რძის მწარმოებელი კომპანიები, ასევე მარცვლელულის, თევზის, კვერცხის, სასმელის, ხორცის, ცხოველური საკვების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებლები და მეფრინველეები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბაზარზე მომუშავე 40-მდე თურქულმა კომპანიამ ასევე, 25 ქართულმა კომპანიამ, რომელთა საქმიანობის ძირითადი სფეროებიც თევზის, რძის, ჩირის, ჩაის, ღვინისა და ხილის წარმოებაა.

ბიზნესფორუმის ფარგლებში,  თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

შეხვედრის დროს, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. ითქვა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ასევე ხაზი გაესვა თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებს.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის განვითარებულ წარმატებულ თანამშრომლობას, რაც მხარეების შეფასებით, ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა. გამოითქვა იმედი, რომ თბილისში ჩატარებული საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.