საქართველოში 26-27 მაისს ქართული დიასპორის დღე აღინიშნა

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ 26-27 მაისს, მსოფლიოს 25 ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, დიასპორის დღის აღსანიშნავად თბილისში შეიკრიბნენ.

საქართველოში 26-27 მაისს ქართული დიასპორის დღე აღინიშნა

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს ქართული დიასპორის წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრნენ, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით ბაქრაძეს, საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ნუგზარ წიკლაურსა და პარლამენტის სხვა წევრებს შეხვდნენ.
26 მაისი კონცერტით დასრულდა.

27 მაისს სასტუმრო "ღადისსონ"-ის დარბაზში (ბალლროომ 3) დიასპორის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების წევრებს შეხვდნენ. დელეგაციას სიტყვით მიმართა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ნიკა ავალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს აპარატის მიერ შემუშავებული 2010 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო, ასევე მომავალი ხუთი წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ისაუბრა. საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, ბატონმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ნუგზარ წიკლაურმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს განუცხადა:
"პირველ რიგში გთავაზობთ ყველას, ვინც აქ ბრძანდებით და არ გაქვთ მიღებული საქართველოს მოქალაქეობა, დღესვე დაწეროთ განცხადება და საქართველოს მოქალაქის სტატუსი დღესვე მოგენიჭებათ. თუკი მსურველი ბევრი იქნება, ჩვენი თანამშრომლები თქვენთან მოვლენ და დაგეხმარებიან განაცხადების შევსებაში, გარდა ამისა ისინი თქვენ გაჩვენებენ ონლაინპორტალს, რომელიც შეიქმნა სწორედ თქვენთვის, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის, ანუ თქვენ შეძლებთ საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით ონლაინგანცხადების შევსებას, შემდეგ დასკანერებასა და ფოსტით გამოგზავნას. ანუ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები შეძლებთ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოში ჩამოუსვლელად..."

ბატონი გიორგი ვაშაძის განცხადებას დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებით შეეგება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შემდეგ ქართველმა ემიგრანტებმა 31-ე საჯარო სკოლას ახმედ მელაშვილის სახელი მიანიჭეს და წიგნის "აჰმედ მელაშვილი ჩვენებურთა ბელადის" (ავტორი გიორგი კალანდია) პრეზენტაციას დაესწრნენ.

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში (დირექტორი გიორგი კალანდია) დიასპორის წევრები დიასპორის დღისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაზე იმყოფებოდნენ.

ქალაქის ახალი პროექტების დათვალიერებით "დიასპორის დღე 2010" დასრულდა.

banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.