ზექი ლევენთ გუმრუქჩუ - საქართველო და თურქეთი არის ორი ქვეყანა, რომლებიც იზიარებენ ერთიან ხედვას საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე

თურქეთის ელჩი, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, დავით თარხან-მოურავის ბრალდებებს პასუხობს. ელჩის განმარტებით, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ზექი ლევენთ გუმრუქჩუ - საქართველო და თურქეთი არის ორი ქვეყანა, რომლებიც იზიარებენ ერთიან ხედვას საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე

“ასეთი სახის განცხადებები, რომ თურქეთს აქვს პრეტენზია აჭარასა და ბათუმზე, შარშან დეკემბერში მოვისმინე, რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ. ამ საკითხზე ერთგვარი პროპაგანდა მიდიოდა. მახსოვს, მაშინაც ვპასუხობდი ამ ბრალდებებს, რადგან ფეისბუქში ხშირად დებდნენ პოსტებს, რომ თურქეთი საქართველოს მტერია და ოკუპანტი ქვეყანაა. შემდეგ ეს თემა მინელდა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის დროს, როგორც ჩანს ასეთი საკითხები კვლავ თავს იჩენს ხოლმე. ღრმად ვარ დარწმუნებული, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ თურქეთი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. მაგრამ ვინაიდან ეს თემა კვლავ წამოიჭრა პატივსაცემი ტელევიზიის ეთერში და თანაც პატივსაცემ გადაცემაში, მინდა ღიად განვაცხადო. საქართველო და თურქეთი ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ. თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და პოლიტიკურ სუვერენიტეტს. თურქეთი საქართველოს მოსაზღვრე ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც მიღწეული აქვს შეთანხმება საზღვრებზე. სანტიმეტრებშია დემარკაცია გაკეთებული. ბათუმიც და აჭარაც საქართველოს ნაწილია და რა თქმა უნდა საქართველოს ნაწილად დარჩება. სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ თურქეთს რაღაც მოტივი ამოძრავებს. იყო ლაპარაკი ჩვენი ყოფილი პრემიერის განცხადებაზე, თითქოს მან თქვა, რომ გვინდა ოსმალეთის იმპერიის აღდგენა, რომ თითქოს საქართველოში ქალაქებზე პრეტენზიებიც გვაქვს. ასეთი შინაარსის განცხადება ბუნებაში არ არსებობს. რაც მან თქვა იყო ის, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებს საერთო ისტორია აქვთ და ეს ისტორია დადებითად უნდა გამოვიყენოთ საერთო მომავლისთვის ეკონომიკური ინტეგრაცია იქნება, პოლიტიკური თანამშრომლობა თუ დიალოგი უსაფრთხოებაზე. დღეს ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ. ერთმანეთს ვუჭერთ მხარს და ვაძლიერებთ. საქართველო და თურქეთი არის ორი ქვეყანა, რომლებიც იზიარებენ ერთიან ხედვას საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე.” - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.
Avatar
იზა - 7 yıl უკან
ღმერთმა დაგვიგაროს ცუდი აზრებისაგან ყველგან მტერს ნუ ვხედავთ ქართველი ხომ მეგობრობის გარანტები ვატთ.ნუ იწვევთ მეზობლებს ცუდის საფიქრად ნუ აწოდებთ ისეთ აზრებს რომელზეც. არც უფიქრიათ