თურქეთი ქართულ ხელოვნებაში

თურქეთი ქართულ ხელოვნებაში

თურქეთი ქართულ ხელოვნებაში

30 იანვარს, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით - "თურქეთი ქართულ ხელოვნებაში." გამოფენას დაესწრნენ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი ლევენთ მურათ ბურჰანი, ცნობილი მომღერალი ბაიარ შაჰინი, თურქეთის თანამშრომლობისა და არორძინების სააგანტოს კოორდინატორი საქართველოში ბატონი სელიმ კუში, კომპანია ჯეოსელის გენერალური დირექტორი ბატონი ოსმან თურანი. გამოფენა გახსნა მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ ქართულ-თურქული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა სათანადოდ აისახა ქართულ ხელოვნებაში. თეატრის, მუსიკის, კონოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის საგანძური ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი უმდიდრესია.
გამოფენაზე ექსპონირებული იქნება ოსმალური კოსტუმების უნიკალური ესკიზები, რომლებიც მეოცე საუკუნის ცნობილმა მხატვრებმა შექმნეს. უძველესი ექსპონატი, რომელიც დარბაზში გამოიფინება მეთორმეტე საუკუნით დათარიღებული ვერცხლის მონეტაა. იგი სელჯუკეთის პრინცმა ქეიხუსრევმა ქართველ დედოფალს - გურჯი ხათუნს მიუძღვნა, ნიშნად მარადიული სიყვარულისა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 55 ფოტო. მასალა 1877-1878 წლებში თურქეთშია გადაღებული და ქვეყნის ისეთ ისტორიულ ადგილებს ასახავს, რომელთა უმეტესობა დღეს ან არ არსებობს, ან სახე იცვალა.
ხელოვნების სასახლეში გამართული გამოფენა - "თურქეთი ქართულ ხელოვნებაში" კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქართულ-თურქული კულტურული ურთიერთობების განვითარების საქმეში.

 მსურველებს  საგამოფენო დარბაზში შეუძლიათ იხილონ:
ოსმალური კოსტუმების ესკიზები;
მე-13 საუკუნის ვერცხლის სელჯუკური მონეტა;
1877-1878 წლებში თურქეთში გადაღებული ფოტომასალა;
ოსმალური იარაღების უნიკალური ნიმუშები;
ოქრომკედით ნაქარგი ოსმალური კოსტუმები.

გამოფენის ორგანიზატორები არიან - საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, თურქეთის განვითარებისა და თანამშრომლობის ასოციაცია" (TİKA).
მის. თბილისი, ია კარგარეთელის ქ. N 6
ვებგვერდი - www.artpalace.ge

banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.