თურქეთში მოღვაწე ქართველ ექიმს „საუკუნის ექიმის“ წოდება მიანიჭეს

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის მიერ საქველმოქმედო ღონისძიება „ ექიმები ექიმებისთვის და მეგობრები ექიმებისთვის“ 21 ოქტომბერს გაიმართა. ექიმთა ლიგამ გადაწყვეტილება კანდიდატების მიერ წლის მანძილზე განხორციელებული სამუშაოსა და მიღწევების მიხედვით შეაფასა. „საუკუნის ექიმის“ წოდება ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის „BAU“ -ს რექტორსა და საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს ისმეთ დინდარს მიენიჭა.


თურქეთში მოღვაწე ქართველ ექიმს „საუკუნის ექიმის“ წოდება მიანიჭეს
დაკავშირებულ გალერეაში შესვლა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად თრქეთში მოღვაწე ქართველ ექიმს, ისმეთ დინდარს, „საუკუნის ექიმის“ წოდების მინიჭება მიულოცა.

„მინდა მივულოცო ეს საპატიო ჯილდო. ისმეთ დინდარი არის პიროვნება, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ის განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ პაციენტებს, რომლებიც სამკურნალოდ თურქეთში მიდიოდნენ. ჩართულია ძალიან ბევრ პროექტში , რომელიც ემსახურება სახალხო დიპლომატიას. მასთან ურთიერთობა წლებია მაკავშირებს. მან ხელი შეუწყო აჭარაში უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო კლინიკის ჩამოყალიბებას. ვფიქრობ, მისი ხელშეწყობითა და დახმარებით არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება.“-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიებას, რომელიც თურქეთის საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა, თურქეთის გენერალური კონსული აჭარაში იასინ თემიზქანი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ბაუს სამედიცინო კლინიკის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სტუმრებმა ცნობილ ექიმს დაჯილდოება მიულოცეს, პროფესიული წინსვლა უსურვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის მიერ საქველმოქმედო ღონისძიება „ ექიმები ექიმებისთვის და მეგობრები ექიმებისთვის“ 21 ოქტომბერს გაიმართა . ღონისძიებას თბილისში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ამიერკავკასიის მასშტაბით მოღვაწე ასეულობით ექიმი ესწრებოდა. ექიმთა ლიგამ გადაწყვეტილება კანდიდატების მიერ წლის მანძილზე განხორციელებული სამუშაოსა და მიღწევების მიხედვით შეაფასა. „საუკუნის ექიმის“ წოდება ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის „BAU“ -ს რექტორსა და საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს ისმეთ დინდარს მიენიჭა. იგი ორი წელია ბათუმში ცხოვრობს და სამედიცინო მოღვაწეობას ეწევა.

http://premiumi.ge

banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.
Avatar
ბულა უგრეხელიძე-პაციენტი-ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი - 1 yıl უკან
ბატონო ისმეთ, გილოცავთ აღიარებას. პირადად მე დიდი ხანია გაღიარეთ საუკუნის ექიმად. სულით ექიმი, ბრჭყინვალე ადამიანი, ექიმად დაბადებული. თავისი საქმის მცოდნე, კეთილშობილი. ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ჩვენი ერის საკეთილდღეოდ.
Avatar
mzia qutateladze - 1 yıl უკან
Gilocavt batono ismet.gmertma amravlos tqvennairi nichieri da guliani adamianebi saqartveloshi
Avatar
nodar ardzenadze - 1 yıl უკან
batono ismet kvela tkveni gadadgmyli nabigi carmatebyli da mraval saykynovani kofilikos
Avatar
გილოცავთ საპატიო წოდების მინიჭებას, ბატონო ისმეთ - ჩემო გადამრჩენელო ! მას შემდეგ 17 წელი გავიდა !!! - 1 yıl უკან
!,!!,!
Avatar
Maya - 1 yıl უკან
Ukacravad konkretulad ra propesiis gaxlavt es adamiani