,,ქართულიც არჩევითი საგანი იყოს“

ქართული კულტურის სახლის თავმჯდომარემ, ერდალ ქუჩუქმა, ქართული ენის გაკვეთილების ცხრილში ჩასმა მოითხოვა.

,,ქართულიც არჩევითი საგანი იყოს“

ქართული კულტურის სახლის თავმჯდომარემ, ერდალ ქუჩუქმა, განათლების მინისტრს - ომერ დინჩერს 13  ივნისს გაკეთებული განცხადება შეახსენა, სადაც განაცხადა, რომ ,,ზაზაკი, კურმანჯი, ლაზური და აფხაზური არჩევითი საგნები იქნება”. ერდალ ქუჩუქმა, რომელმაც განაცხადა, რომ ქართული ენის არჩევითობის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა, ქართულის გაკვეთილების ცხრილში ჩასმა მოითხოვა.

ერდალ ქუჩუქმა განაცხადა, რომ ქართული ენა კავკასიურ ენათა შორის  უძველესი წარმოშობის ენაა, მისი ტრადიციები მეხუთე საუკუნემდე მიდის. ომერ დინჩერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ,,ზაზაკი, კურმანჯი, ლაზური და აფხაზური არჩევითი საგნები იქნება“ ასე უპასუხა:

,,ამ განცხადებიდან გამომდინარე,  ვეძებთ მიზეზს ვინაიდან ჩვენი მშობლიური ენა - ქართული, არჩევით საგნად დღის წესრიგში არ დადგა“.

ერდალ ქუჩუქმა, განაცხადა, რომ საქართველოს ტრაგიკული ისტორიის გამო, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება არ არის, ,,ჩვენ, მილიონობით თურქეთელ ქართველს, ბუნებრივი უფლება გვაქვს განათლება მშობლიურ ენაზე მივიღოთ და თურქეთში მცხოვრები ყოველი ადამიანის მსგავსად, გვსურს დავიცვათ ამ ადამიანების ინტერესებიც“.

ერდალ ქუჩუქმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ქართული ენა და კულტურა, რომელიც დღემდე მოიტანეს, შეუძლებელია, ამ პირობებში კიდევ 450 წელი დაიცვან და გადასცემ მომავალ თაობებს, ,,ვიმედოვნებთ, რომე სხვა თუ არაფერი, ქართული ენა არჩევით საგნად გაკვეთილების ცხრილში ჩაისმება და სამინისტრო ამ საკითს გაგებით მოეკიდება“ - განაცხადა ერდალ ქუჩუქმა.
 

                                                              ქართული კულტურის სახლი

თურქეთის რესპუბლიკის განათლების მინისტრს

ბატონ ომერ დინჩერს

მიმდინარე წლის 13 ივნისს პრესისათვის გაკეთებულ განცხადებაში თქვენ აღნიშნეთ, რომ მალე სკოლებში   დაიშვება ლაზურ, აფხაზურ, ზაზაჯა და ქირმანჩის ენებზე შერჩევითი სწავლება. ამ განცხადებიდან გამომდინარე ჩანს, რომ უგულვებელყოფილია და დღის წესრიგში არ დგას ჩვენი მშობლიური, ქართული ენის შერჩევითი სწავლების საკითხი.

მოგეხსენებათ, ქართული ენა არის კავკასიის ენებს შორის უძველესი ტრადიციების მქონე სადამწერლობო ენა. ჩვენ, თურქეთში მცხოვრები ქართველები, 450 წელია მოკლებული ვართ მშობლიურ ენაზე სწავლების საშუალებას და ვფიქრობთ, სრული უფლება გვაქვს, თურქეთში მაცხოვრებელი სხვა ხალხების მსგავსად, მოვითხოვოთ მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღება. იმ პირობებში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, შეუძლებელია მშობლიური ენის შენარჩუნება და მომავალი თაობებისათვის მისი გადაცემა.

მოგმართავთ, გაითვალიწინოთ ჩვენი თხოვნა და პოზიცია და დაუშვათ ამ ეტაპზე სასწავლო პროგრამაში ქართულ ენაზე შერჩევითი სწავლება.

                                                                 ქართული კულტურის სახლის თავმჯდომარე

                                                                                                                  ერდალ ქუჩუქი

 

İlgili Haberler:
1-http://www.hurriyetegitim.com/haberler/15.06.2012/gurcuce-de-secmeli-ders-olsun.aspx
2- http://www.haberx.com/gurcu_kultur_evinden_milli_egitim_bakanina_cagri%2817,n,11005637,040%29.aspx
3- http://www.haberler.com/gurcu-kultur-evi-nden-milli-egitim-bakani-na-cagri-3710037-haberi/


banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.