|
|
ჟურნალ "ფიროსმანი", ნომერი:11 (ზაფხული 2010 წ)
წითელი ქარივით მიფრინავს ცხოვრება...
წითელი ქარივით მიფრინავს ეს ცხოვრება, წინ მიერეკება მთელ თავის ოცნებებსა და სიყვარულებს... თოლიის თეთრი ფრთებით მოტანილი ცხოვრება, რომელმაც არც კი იცის, წითელი ქარი რომაა... ხან გადარეული გრიგალია, ხანაც – ნაზი თბილი სიო... ფერსაც იცვლის, ზოგჯერ ცისფერი და ოქროსფერი გადაჰკრავს... მხოლოდ ისიც გამჩენისაგან დაწესებულ თავის გზას მიჰყვება; მარჯვნივ ან მარცხნივ რომც გადაუხვიოს ხანდახან, თავისი გამოგონილი ოცნებებისა რომც შეეშინდეს, გაქცევა და დამალვა რომც მოუნდეს... წითელი ქარის კვალს ადევნებული ბოლოს და ბოლოს, ადრე თუ გვიან, ისევ იმავე ადგილს მიაღწევს... შეყვარებული გოგონას პირველი კოცნით გამოწვეული მსუბუქი თრობა თან დააქვს მთელი ამ გზის მანძილზე, მაგრამ, როდესაც იმ ადგილს მიაღწევს, ჩერდება, პირველ კოცნას იქვე ტოვებს და მარტოდმარტო აგრძელებს გზას... გზას, რომელიც თეთრი ბაფთებით მორთული ხეების ქვეშ გადის... და გოგონა ამ თოვლის მაქმანებს ხეებზე კიდებს, ყოველ მათგანს თითო წვეთ ცრემლს აწვეთებს, დილით დადებული თრთვილის მარცვლებივით კამკამას, ფაქიზსა და სუფთას... შემდეგ ეს ცვრის ნაჟური ცრემლები გაივლიან წითელი ქარის წიაღში და ფერებს იცვლიან...
|
|
ჟურნალ "ფიროსმანი", ნომერი:10 (ზამთარი - გაზაფხული 2010 წ)
 ზღაპარი იყო, ორი თოლიას ზღაპარი, სიყვარულისა და სევდის... ერთს სიყვარული ერგო, მეორეს – სევდა, მაგრამ ორი ქალაქი ერთმანეთს ასე არასოდეს დაშორებია, არც ასე ახლოს ყოფილა არასდროს... არც მათ მდინარეებს უდენია ასე დარდიანად და მხიარულად. ორი ქალაქის ორ ნაპირს არასდროს უცქერია ერთმანეთისთვის ასე ნაღვლიანად. ორი ქალაქის თოლიებს ასე ნარნარად არასოდეს უფრენიათ წყალზე, ნაპირიდან ნაპირზე... არცერთ თოლიას შეჰყვარებია მეორე ქალაქის თოლია. მათი გულები არასოდეს ავსებულა ასე აპრილის წვიმებითა და ნოემბრის თოვლით.
|
|
|
|
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
|
E-Posta: chveneburi@chveneburi.net - Telefon: +90533 293 96 98 Adres: Selahattin Pınar Cd. Mevlüt Çavuş Sk. No:4/5 Mecidiyeköy - İstanbul
|
|
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
|
|
|
|
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
|
| |
|
|