დიდი მადლობა წყალდიდობის დროს დახმარების გამო

უღრმეს მადლობას მოვახსენებთ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ფონდის გამგეობას, ასევე, მადლობას ვუხდით, ქართული კულტურის სახლის სახელით, ჩვენს თანამემამულეს ზექი ოსმანოღლუს ფონდთან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

დიდი მადლობა წყალდიდობის დროს დახმარების გამო

თბილისში წყალდიდობით დაზარალებულთათვის შეგროვებული დახმარება
დაკავშირებულ გალერეაში შესვლა
დიდი მადლობა წყალდიდობის დროს დახმარების გამო

თურქეთში მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ფონდი, სტამბოლის ქართული კულტურის სახლთან თანამშრომლობით, საქართველოში, თბილისში წყალდიდობით დაზარალებულებს დახმარების ხელს უწვდის. წყალდიდობით დაზარალებულებს გაეგზავნებათ ათასი ყუთი ჰიგიენური დანიშნულების საგნები (1X5.8 kg) და ცხრაასი ყუთი საკვები პროდუქტი (1X21 kg). აღნიშნული ჰიმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანა თურქეთიდან ხვალ, 27 ივნისს, ყველა საჭირო ნებართვის მიღების შემდეგ შემოვა საქართველოში. ფონდის წარმომადგენლები მოჰყვებიან ტვირთს და თბილისის მერიასთან ერთობლივად გადასცემენ  მას დაზარალებულებს.

უღრმეს მადლობას მოვახსენებთ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ფონდის გამგეობას, ასევე, მადლობას ვუხდით, ქართული კულტურის სახლის სახელით, ჩვენს თანამემამულეს ზექი ოსმანოღლუს ფონდთან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

ამას გარდა, ქართული კულტურის სახლისა და თურქეთის ქართველობის სხვა ორგანიზაციების (ქართული ხელოვნების სახლი, ქართული კულტურის ცენტრი, ბეიქოზის ბათუმელ ქართველთა კულტურის საზოგადოება და დუზჯეს ქართული კულტურის საზოგადოება) ერთობლივი ძალისხმევით, შეგროვდა ჰუმანიტარული დახმარება, რომლითაც დატვირთული ერთი სატვირთო ავტომანქანა ხვალ გამოემართება საქართველოსკენ.

თბილისში მომხდარი წყალდიდობის პირველივე დღიდან ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოებამ დაზარალებულთათვის დახმარების შეგროვება დაიწყო. ინეგოლის საზოგადოების მიერ გამოგზავნილი დახმარება უკვე ჩავიდა თბილისში.

ინეგოლის საზოგადოებისა და სტამბოლიდან გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარებების გადაზიდვას აწარმოებს შემსეტტინ იემის (გიორგი ირემაძე) გადამზიდავი ფორმა უნიპაკი, ასევე ულაშ კოლჩაკის გადამზიდავი ფირმა დემირკოლი. ქართული კულტურის სახლმა მიღებული ჰუმანიტარული დახმარება თაშდელენის საწყობში ჩაიბარა.

სტამბოლის ქართულიმ კულტურის სახლი მადლობას უხდის აღნიშნულ პირებს გულისხმიერებისა და მხარდაჭერისთვის.

მშვიდობასა და ჯანმრთელობას გისურვებთ.
 

ქართული კულტურის სახლი


 
banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.