შესანიშნავი ,,ქართული საღამო“

2015 წლის 19 აპრილს ქართული კულტურის სახლში არაჩვეულებრივი ,,ქართული საღამო და ტრადიციული ქართული ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა“ გაიმართა. ღონისძიებაზე ბაიარ შაჰინი და მისი ქალიშვილები, მარიამ ელიეშვილი, დიტო ქისიშვილი, მუსიკალური ანსმბლი ქაფდაღი იბერია ოზქანის ხელმძღვანელობით და გიორგი ჩითაური მონაწილეობდნენ.

შესანიშნავი ,,ქართული საღამო“

შესანიშნავი ,,ქართული საღამო“
დაკავშირებულ გალერეაში შესვლა

 2015 წლის 19 არილს ქართული კულტურის სახლში შესანიშნავი ,,ქართული საღამო და ტრადიციული ქართული ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა“ გაიმართა.

საქართველოდან მოწვეულმა ქართველმა ხელოსნებმა არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინეს. გამოფენას, რომელიც 19:00 საათზე დაიწყო, უამრავი სტუმარი ეწვია. ერთმანეთზე ლამაზი ტრადიციული ქართული მოტივებიდან შექმნილი ნაქსოვი და ქეჩადან დამზადებული ხელსაქმის ნაწარმი სტუმრებმა საკონცერტო პროგრამის განმავლობაში დაათვალიერეს.
საკონცერტო პროგრამა, რომელიც 20:00 საათზე დაიწყო და რომელსაც საქართველოდან თურქეთში სამუშაოდ ჩასული ემიგრანტები ესწრებოდნენ, ქართული კულტურის სახლის თავმჯდომარის - ერდალ ქუჩუქის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. საღამო ქართული კულტურის სახლის საქმიანობის ამსახველი მოკლე ვიდეორგოლით დაიწყო.

სცენაზე პირველად წარსდგა კავკასიურ-ქართული ცეკვების ჯგუფი ,,ერთობა“. ,,ერთობა“, რომელიც მაყურებელთა წინაშე ორჯერ წარსდგა, ხალხის  განცვიფრება გამოიწვია.
კონცერტში მონაწილეობდნენ ქართული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებლები გიორგი ჩიტაური, მარიამ ელიეშვილი და დიტო ქისიშვილი. მათ მიერ შესრულებულმა სიმღერებმა და წარმოდგენებმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა.

ყველასათვის  სიურპრიზი იყო სცენაზე საქართველოდან მოწვეული თიკო სამადაშვილისა და თურქეთელი ქართველის - ეროლ ალქანი გამოჩენა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა თურქეთში ქართული მუსიკის წარმომადგენლები - იბერია ოზქანის ჯგუფი ქაფდაღი, რომლებმაც ქართული და თურქული სიმღერები შეასრულეს. მოგვიანებით, მაყურებელთა წინაშე თურქეთსა და საქართველოში ქართული სიმღერის ყველასათვის საყვარელი შემსრულებელი - ბაიარ შაჰინი ქალიშვილებთან - დამლა-იუდუმთან და თამარასთან ერთდა წარსდგა. გოგონებმა ლამაზი და სასიამოვნო სიმღერით მაყურებელთა სიმპათია დაიმსახურეს. ბაიარ შაჰინი ,,ქართული საღამოს“ ბოლო შემსრულებელი იყო. ბაიარ შაჰინის სიმღერებს მაყურებლებიც აყვა და მათი მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.
 
ქართული კულტურის სახლის თავმჯდომარემ - ერდალ ქუჩუქმა განაცხადა, რომ მადლობას უხდის ღონისძიებაში მონაწილე ყველა ქართველსა და ქართველთა მეგობრებს, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს. ასევე განაცხადა, რომ მადლობას უხდის ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელებსა და წევრებს ღონისძიებაში შეტანილი წვლილისათვის. ერდალ ქუჩუქმა განაცხადა, რომ ამ წელს, თურქეთში რამდენიმე ადგილზე დედა-ენის კონფერენცია ჩატარდა. ასევე დასძინა, რომ წლევანდელი კონფერენცია წინა წლებთან შედარებით უფრო ნაყოფიერი იყო, რადგან 2014 წელს ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელობით თურქეთის სკოლებში ქართული ენა არჩევითი საგნების ცხრილში შევა. ,,ძალიან გვიხარია, რომ თურქეთელ ქართველებს შესაძლებლობა მიეცემათ ისწავლონ მშობლიურ ენაზე. ამჟამად, ქართულის არჩევითი საგნისათვის მე-5 და მე-6 კლასებისათვის წიგნები მზადაა და თურქეთის განათლების სამინისტროს ჩავაბარეთ. იმედი გვაქვს, ერთად გავიზიარებთ ამ დიდ სიხარულს და მომავალ წელს ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ ქართული წიგნებით ისწავლონ“ - ამ სიტყვებით დაამთავრა გამოსვლა ერდალ ქუჩუქმა.

 


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.