იმნიეთის (შავშეთის) მიკროტოპონიმია


მაია მიქაუტაძე, ტარიელ ფუტკარაძე

მაია მიქაუტაძე, ტარიელ ფუტკარაძე

25 Temmuz 2010, 13:41

იმნიეთის (შავშეთის) მიკროტოპონიმია

მაია მიქაუტაძე, 
ტარიელ ფუტკარაძე

2006 წლის 4 აგვისტოდან 11 აგვისტომდე ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშომელთა სამეცნიერო და სტუდენტთა საველე-სასწავლო ექსპედიციას შავშეთის რაიონის დიობანის ბელედიეს (თურქეთის რესპუბლიკა) სოფლებმა გვიმასპინძლა... ამ ექსპედიციის შინაარსი და ფორმა უთუოდ არის თურქეთ-საქართველოს ბოლოდროინდელი აქტიური კეთილმეზობლობის ამსახველი მრავლისმეტყველი ფაქტი.

იმერხევის ყველა ძირითად ქართულ სოფელს ოფიციალურად უკვე თურქული სახელი ჰქვია; ქართული სახელების გადარქმევის ბოლო ეტაპი განხორციელდა 1980 წელს, სამხედრო გადატრიალების შემდეგ. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მოსახლეობა (ქართველებიც, გათურქებული ქართველებიც, თურქებიც...) სოფლებს ზეპირ მეტყველებაში მაინც ძველი, ქართული სახელებით მოიხსენიებენ. წინასწარვე აღვნიშნავთ, რომ სოფლების მიკროტოპონიმთა უდიდესი ნაწილი დღესაც ქართულია.

სხვა სოფლებისგან განსხვავებით, იმნიეთს თურქული სახელი არ ჰქვია, რამდენადაც იმნიეთი ადმინისტრაციულად შედის იფხრევლში (Taşköprü - თაშქოფრუ). როგორც წესი, იმნიეთს ცალკე სოფლად არ იხსენიებენ არც თურქეთის ოფიციალური დოკუმენტები და არც თანამედროვე ქართველი მკვლევრები. შ. ფუტკარაძე და ნ. ცეცხლაძე მას იფხრევლის უბნად მიიჩნევენ; იმნიეთსა და იფხრევლს ერთმანეთისგან მხოლოდ პატარა ღელე ჰყოფს, მაგრამ ადგილობრივთა თქმით, ისინი ცალ-ცალკე სოფლებია; კერძოდ, თითოეულ სოფელს აქვს თავისი საზაფხულო ყიშლა, იალაღები, საძოვრები. საყურადღებოა, რომ ნ. მარს იმნაძე ცალკე სოფლად აქვს დასახელებული (ნ. მარი, 1911, გვ. 43). ადგილობრივთა თქმით, სოფელს სახელი დარქმეული აქვს აქ მცხოვრები ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარის - იმნაძეების მიხედვით: იმნიეთი - იმნაძეების სოფელი; შდრ., იმნიეთის მეჰელეები (უბნები): ჭურკვესეთი [ესენი მოსულან შავშეთიდან], იფშრიენთი, უშარეთი, იაღჯიენთი, ჯაფარეთი, ბოჯანათი (ანუ ნავანები)...

იფხრევლი-იმნიეთის მოკროტოპონიმთა ჩაწერის ისტორია ასე გამოიყუ-რება:

იფხრევლში (სადაც იმნიეთიც მოიაზრება) ნ. მარს სულ ჩაწერილი აქვს 5 ტოპონიმი, შ. ფუტკარაძეს - 96 ტოპონიმი, ნ. ცეცხლაძეს - 92 ტოპონიმი. ამავე დასახლებულ პუნქტში (პუნქტებში) ჩვენ ჩავიწერეთ 189 ტოპონიმი.
ამგვარი სხვაობა აიხსნება:

ჩვენ საშუალება გვქონდა ოფიციალური ექსპედიციის პირობებში ერთი სოფლის მიკროტოპონიმების ჩასაწერად ერთი სრული დღის მანძილზე გვემუშავა (და შემდგომ საგანგებოდ გადაგჰვემოწმებინა), მაშინ როცა წინამორბედ მკვლევრებს მუშაობა უხდებოდათ არალეგალურ ვითარებასა და მცირე დროში. აქვე აღვნიშნავთ, რომ ნ.მარის, შ.ფუტკარაძისა და ნ.ცეცხლაძის მასალებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, რამდენადაც ჩვენ და მომავალ მკვლევრებს საშუალება გვეძლევა, მათ მონაცემებს შევუპირისპიროთ ახალჩაწერილი მასალა, დავაზუსტოთ სახელები, განვსაზღვროთ ტოპომინთა ფორმობრივ-სემანტიკური ცვალების დინამიკა.

ჩვენი ინფორმატორები იყვნენ:   ჰუსეინ ჩელიქი (საღრაძე), 27 წლის; ენვერ ათალა~ (საღრაძე), 75 წლის; ხუსეინ გუმუში; ისმეთ მოსიძე (43 წლის); იუსუფ მოსიძე, ისმეთ მოსიძის მამა (80 წლის); ისმეთ ტაშტანი/თაშთანი; ნიაზ თორუნ (ქოფითურაშვილი) 64 წლის; მურად მოსიძე (ტაშტანი).
სტატიის ბოლო სახის მომზადების პროცესში ინფორმაცია გადამოწ-მებულია თბილისში მყოფ იმერხეველთან - შოთა (დინდარ) ჯაფარიძესთან.

ქვემოთ ადგილთა სახელები წარმოდგენილია გეოგრაფიული პრინციპით სოფლის მიკროტოპონიმები: თანამიმდევრობით მოგვყავს და როდესაც მიკროტოპონიმი სხვა ავტორთანაც დასტურდება, ვასახელებთ მას. კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმულია ინფორმატორთა კომენტარები.

იმნიეთის მიკროტოპონიმებია:
კვიროთი* [ორითანა კოხი; შდრ., კვიროთი - ყიშლა] - მაღალი ადგილი; არ გამოირიცხება, რომ აქ ყოფილიყო კვირაცხოვლის სახელობის სალოცავი; თუმცა მოტივაცია მაინც საკვლევია. ადასტურებენ შ. ფუტკარაძეც (1993, გვ. 279) და ნ. ცეცხლაძეც (2000, გვ. 188).

წოწოლა~ [თა კEიროთის გვერძე] - მაღალი ადგილია; "მაღალი და წაწვრილებული" (ქეგლ); შდრ., აჭარ. "წოწოლა~" - მაღალი და წვრილი კაცი; წოწოლა (ფრინვ.) - დიდი წოტი (საბა, 1993); იმერხეულში ""წოწოლაი" მსხლის ჯიშია - `წოწოლაი სხალია ერთი, სხვა სო~ ხლებიც არი: სასელაი, ბეგარმუდი..." (შ. ფუტკარაძე, 1993, გვ. 279).

საბადური  [კვიროთის გვერდზე სერი] - ანალოგიური სახელი გვაქვს აჭარაშიც; მოტივირებული უნდა იყოს ფრინველთა/ნადირთა დასაჭერი ბადის მიხედვით; შდრ., "იქმნან ბადეთა ნადირისა შესაპყრობელთა" (საბა, 1993); ტოპონიმი ხშირად გვხვდება ტყეების სახელად შავშეთ-იმერხევის სხვა სოფლებშიც, კერძოდ: ქოთეთრისში, სოფოროში, მამანელისში, მაჩხატეთსა და წყალსიმერში (ნ. ცეცხლაძე, 2000, გვ. 205).

კაპანა~ [კვიროთის უკან კოხი] - კოხი, კაპანი, კლდიანი ადგილი; შდრ., კაპანი - ქვა, ღოჯი (საბა, 1991); კაპანი ფორმით ადასტურებს შ. ფუტკარაძე (1993, გვ. 279).

წასახედავა~ [ყიშლა, კვიროთი გვერდზე] - ეტიმოლოგია გამჭვირვალეა: მაღალი, გადმოსახედი ადგილი. 

ჭინკანა [საძEარები კEიროთითავში] - ადასტურებს შ. ფუტკარაძეც (1993, გვ., 279).

მოცთენილი [საძEარი კEიროთის გვერდზე; შდრ., მოცთენილი - ღელე] - მიკროტოპონიმის  მოტივაცია საძიებელია.

ბოლოლა~ [იქეთ ციხე არის, იმის თავშია ჩომას საძEარები]; ეტიმოლოგია საძიებელია (ბოლოლი/ბულული "ამაღლებული ადგილი"?).
ღოლვანა~ - ღოლო-ოვანი; შდრ., ღოლო (ქართლ., მთიულ.) - თესლიდან ახლად ამოსული ყლორტი; მხალი; მინდვრის ბალახი (ალ. ღლონტი, 1984);
-------------------------------------
* -თი სუფიქსი იმერხეულ მასალაში -ეთ  სუფიქსის ფარდია (თანხმოვანფუძიან სახელებთანაც ჩვეულებრივია -თი ვარიანტი), თუმცა იმერხეულში, არაიშვიათად, კონკრეტული ტოპონიმის მიმდებარე ტერიტორიასაც აღნიშნავს.         სინონიმი: თუშ. "ჭირტალი", ხევს. "საგუგა, საგოგა", სვან. "ტელეფი" (ა. მა-ყაშვილი, 1991).

შავტყე - ტყის სახელებად დასტურდება ხევწრულსა და მანატბაში (ნ. ცეცხლაძე, 2000, გვ. 227).

კოხები - ქვიანი ადგილი.

წყალწყალთი [კოხი]. 

მაყრუებელა~ [კოხი]. 

კირკატსერი [კოხი; შდრ., კირკატისერი - ყანა]; კირკატი - გარეული ხილი (ადგილობრივი თქმით); შდრ., კირკატი მცენარეა, (ხე) კნაპი (საბა, 1991); ივეთში სათიბის სახელად ადასტურებს ნ. ცეცხლაძე (2000, გვ. 189).

მოსაკოღი [კოხი] - იმერხეულში მოკოღვა "მოთიბვას" ნიშნავს (მოსათიბი ადგილი?). 

ჯელეთღელე/ჯენეთღელე -  მდინარის სახელი; შდრ.: ჩენნეტ - სამოთხე; გადატანით, ლამაზი ადგილი; ჯელლეთიღელე ფორმით ადასტურებენ ნ. ცეცხლაძე (2000, გვ. 240) და შ. ფუტკარაძე (1993, გვ. 279). 

კოკოლა~ [კოხი] - იმერხეულში კოკოლა მუხის (კოს) რკოცაა და წიწვოვანთა გირჩაც (ნ. ცეცხლაძე ადასტურებს კოკოლა-ს სოფელ წყალსიმერში მთის, საძოვრის სახელად, სოფელ ზიოსში - ნაეკლესიარის სახელად, სოფელ უბეში - საძოვრის სახელად (2000, გვ. 190) შდრ. აწარული: კოკოლა~ - წაწვეტებული, მაღალი ადგილი. 

საწურწებელა~ [სერი] - შდრ., წურწვა; მიკროტოპონიმის მოტივაცია საკვლევია.

ჩიტა~ყანა [სერი] - მოტივაცია საკვლევია (პატარა ყანა? ჩიტების ნიოლად "საკენკი" ყანა?);.

გორჯოლავათი [ყიშლა] - მოტივაცია აქაც პრობლემურია; შდრ., აჭარ. გორჯოლო - ერთი სახის ყველი; გორჯოლო ქვა (მესხ.) უსწორმასწორო ფორმის გაუთლელი ქვა (ალ. ღლონტი, 1984). გორჯოლოვათი ფორმით ადასტურებს ნ.ცეცხლაძე (2000, გვ. 172),  გორჯოლავათი ფორმით - შ.ფუტკარაძე (1993, გვ. 279). ლოგიკურია დავუშვათ: გორჯოლვათი - ყიშლა, სადაც კარგი ყველი კეთდება.

საბზელათი [ყიშლა გორჯოლავათის ქვემოთ]; ნ. ცეცხლაძესთან `საბზელეთ დუზი" ტყისა და სათიბის სახელია ს. ანკლიაში და `საბძელათი" სათესი, საძოვარია ს. ჭუარებში (ნ. ცეცხლაძე, 2000, გვ. 205). 

ჩანჩხრეთი [ყიშლა] - შდრ., ჩანჩხურა - ასხმულა; ბაწარზე ან რგოლზე ასხმული წვრილი ნივთები (მესხ.) ასხმული მძივი (საბა, 1993); მიკროტოპონიმი შეიძლება უკავშირდებოდესჩანჩქერს. ნ. ცეცხლაძესთან ჩანჩხარეთი სათიბია ს. ოქრობაგეთში; ჩანჩხი საძოვარია ს. დიობანში (2000, გვ. 230);

სარჩევეთი [ყიშლა] - მიკროტოპონიმის მოტივაცია საკვლევია; სარჩევთი ტყე, სერი იფხრევლსა და წყალსიმერში (ნ. ცეცხლაძე, 2000, გვ. 209); ადასტურებს შ. ფუტკარაძეც (1993, გვ. 279).

ლუთEეკარი [ტყე] (კოკოლას გადმოღმა). საფიქრებელია, რომ ანთროპონიმის მიხედვით შექმნილი ტოპონიმია; შდრ., ლუტი იმერხეულში რამდენიმე მნიშვნელობით გვხვდება: 1. უგემური საჭმელი; 2. გადატანითი მნიშვნელობით არაფრის მაქნისი, მოუხერხებელი კაცი. `საჭმელი ლუტი გამოსულა" (თ.ქ.). ძალიან ლუტი კაცია, ურგებელი, აყუდებული შეშა" (თ.ქ.) (შ. ფუტკარაძე, 1993); ლუტი - კაცი უსახლკარო და უქონელი; დიდთა ხეთა ძირთა ლუტთა ზედან რა მსხვილნი რტონი განეყოფვიან, მას ეწოდებიან გრღჯა  - საბა; lOTO (ინგ.) ღატაკი, ჩაღლეტილი, მშიერ-ტიტველი (ალ. ღლონტი, 1984).

თხილნართი (კოკოლას გადაღმა). ეტიმოლოგია ნათელია: აქ ყურადღებას იქცევს -ნარ- რთულ სუფიქსზე -თი კრებითობის სუფიქსის დართვა: -თი ამ შემთხვევაში კონკრეტული ტოპონიმის მიმდებარე ტერიტორიას აღნიშნავს (-თი-ს მხოლოდ მატოპონიმებლის როლში ვერ განვიხილავთ).

ტყეჯალა~ [თხილნართის ქვემოთ] - ტყეჭალა~?

~აინდარა~/იანდარა~ [ტყეცაა და ჭალაც] - შდრ., თურქულში ~ან გვერდი, მხარე; დერე - ნაკადული; იანა-იანა სიარული (ქიზ.) - აქა-იქ, უგზო-უკვლოდ სიარული, გარეთ სიარული, უსაქმოდ ხეტიალი (ალ. ღლონტი, 1984); ჩვენს შემთხვევაში: მიკროტოპონიმი თურქული ჩანს, პირდაპირი თარგმანით: "ნაკადულის პირა"? საკითხი საფუძვლიან კვლევას ითხოვს; იანნარა - საძოვარი წყალსიმერში; იანნალა - სათიბი მიქელეთში (ნ. ცეცხლაძე, 2000, გვ. 185); 
ჩინჩხორთი [ჭალა] შდრ., ჩინჩხვარი - წვრილი ნაპობი შეშისა, ხუშური (დ. ჩუბინაშილი, 1984); მიკროტოპონიმის მიტივაცია საკვლევია (ფიცხიანი ჭალა?).

ნავანები ანუ ბოჯანათი [ჩვენ ახლა ვზივართ ნავანებ, ანუ ბოჯანათ] - ეტიმოლოგია საკვლევია; ბოჯანუთი//პარეხტი - იფხრევლის ციხე; ბოჯანუთისათესი - წყალსიმერში - ნ. ცეცხლაძე, 2000, გვ. 167; ბოჯანუთი//პარეხტი დადასტურებული აქვს შ. ფუტკარაძესაც (1993, გვ. 279). 

ყანები:
გზელა~ - გზელა სათიბია ს. დაბასა და ს. ზიოსში, საძოვარია - ს. სვირევანში (ნ. ცეცხლაძე, 2000, გვ. 170).

კირკატისერი.

ახოთი 
[ჭალა].

ელიაწმინდა [ყანები, ჭალეები ახოთის გვერძე] - ადასტურებენ შ.ფუტკარაძეცა (1993, გვ. 279) და ნ. ცეცხლაძეც (2000, გვ. 177). 

ფონაღელე (ელიაწმინდის ქვემოთ) - ფონაი ფორმით ადასტურებს შ.ფუტკარაძე (1993, გვ. 279).

გაღმაჭალა~ [ღელეს იქით]. 

ჭურკვესეთი - ქერის ყანა ეტიმოლოგია საკვლევია.

ჯაფარიკარი - ჯაფარიზე//ჯაფარეთ ფორმით ადასტურებს ნ.ცეცხლაძე (2000, გვ. 240); ჯაფარიზე  ფრომით - შ. ფუტკარაძე (1993, გვ. 279).

გვერდელა~ - ქერის ყანა; შდრ., გვერდელა - 1. ღორტავა, ჭია წყლისა; 2. მცენარე; 3. გვერდულად (დ. ჩუბინაშვილი, 1984); გვერდა სათესია ს.ხევწრულში, გვერდები - სათიბი ს.წეთილეთში (ნ. ცეცხლაძე, 2000, გვ. 170). 

დიდდარე - შდრ., დარე - ფლატე; მიკროტოპონიმის სახელი ახლომდებარე ფლატეს უკავშირდება? სათიბის სახელია სოფელ ზიოსში (ნ. ცეცხლაძე, 2000, გვ. 175). 
ჩაკიდულა~ - ჩაკიდულა სათესია სოფელ სინკოთშიც; საძოვარი - ჩაქველთასა და ზაქიეთში (ნ. ცეცხლაძე, 2000,, გვ. 229). 

ჯაფარული [ღელიპირი]. 

საჯინჭრე [ღელიპირი].

დაღვარული [ყანები].

ჯინიბალისერი - შდრ., ჯინი-ბალი-სერი: ჯინი - "ეშმაკეული"; ჯინის ბალი - ველური ნაყოფი? საკითხი საკვლევია; ადასტურებს შ.ფუტკარაძეც - აქ ყოფილა ქილისა, ახლა ქვები ყრია (1993, გვ. 279).

ციხე - თამარის დიდი ციხის ნანგრევები მაღალ, სტრატეგიულ ადგილას, იმნიეთის თავზე. 

პარეხტიკოხი [ადგილი ციხის ქვეშ] - შდრ., პარეხი - ნაპრალი კლდეთა შორის; კიბის საფეხური (ილ. აბულაძე, 1973); სავარაუდოა: პ-სთან დისტანციური ასიმილაციით კრებითობის გამომხატავი თი > ტი: სიტყვასიტყვით: "ნაპრალებიანი ადგილის მიმდებარე ქვიანი ადგილი" (არ გამოირიცხება სხვაგვარი ეტიმოლოგიაც).

[თამარის ციხის თავზე არის]:

წინა ველა~ [საძEარი]. 

უკანა~ ველა~ [საძEარი]. 
საქართი [საქარე ადგილი] - საქართი სათესია ს. წყალსიმერში (ნ. ცეცხლაძე, 2000, გვ. 210). საქარ-თი - საქარე ადგილი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

ლოდიბევი. 

ქვაკიბე.

ჩასაყრელა~.

კატრისერი (კატრიანისერი).
 

აღბუღა~ [(მ)თა დევთავაკის თავი] - მიკროტოპონიმი თურქულია; ადასტურებს შ. ფუტკარაძეც (1993, გვ. 279).

სამზორიათი [საძოვარი დევთავაკის ზემოთ] - შდრ., ზორი - გაჭირვება, ძალადობა, გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნა, დაძალება, ძლიერება (იმერხ); ზორვა - კერპთა მიმართ შეწირვა, კმევა და მსხვერპლი (საბა, 1991);  მზორავი - მსხვერპლის შემწირველი - (დ. ჩუბინაშვილი, 1984);  მსხვერპლის შესაწირი ადგილი? 

დევთავაკე [თა]. 

სახტომა კოხისთავი [დევთავაკეში]. 

დიდფერდი. 

ღარიპირთი: "ღარისპირი" და მისი მიდებარე ტერიტორია. 
ჭინკანა~ - ტყიანი მთა; ჭინკანაიფორმით ადასტურებს შ. ფუტკარაძე (1993, გვ. 279).

ახათი [მთა] -  შდრ., ვახი - საკრავია ტკბილი (საბა, 1991);ვახმი, ვახმიში, ვახმიათიეკლესიის შეწირული მამული: სახლი, ვენახი, სახნავი (დ. ჩუბინაშვილი, 1984); შესაძლებელი ჩანს, ვახათი მივიჩნიოთ ეკლესიის ტერიტორიად. საკითხი შემდგომ კვლევას ითხოვს; ვახათი სათესიცაა ს. დიობანში (ნ. ცეცხლაძე, 2000, გვ. 179).

კიბიათი [მთა]; კიბია - კიბის მსგავსი ადგილი და მისი მიდებარე ტერიტორია? საკითხი დამატებით კვლევას ითხოვს.კიბიაი ფორმით ადასტურებს შ. ფუტკარაძე (1993, გვ. 279); შეიძლება გამოგვეყო -ათი სუფიქსი, მაგრამ ვინაიდან შ. ფუტკარაძე ადასტურებს კიბიაი ფორმას, ლოგიკურია აღნიშნულ ფორმაში ეს -თი იმავე მატოპონიმებელ, კრებითობის გამომხატველ სუფიქსად მივიჩნიოთ, რაც გვაქვს თხილნარ-თი, ღარიპირ-თი ფორმებში...

კიბიათავი [კლდე].

საკლდებევი [მთა] - წყაროსა და ღელის სახელად ადასტურებენ შ. ფუტკარაძეცა (1993, გვ. 279) და ნ. ცეცხლაძეც (2000, გვ. 207).

სიონი - [საკლდეBევის ქვემოთ ყანა]. აქ ეკლესია იდგა? 

სათავე  [მთა] - ადგილი, სადაც ტარდება გათანამედროვებული "მარიობა"; ნ. ცეცხლაძე ადასტურებს  წყაროს სახელად ს. უბეში (2000, გვ. 206).

ბევა~ [კლდე].

ზემო მთა~.

ნაღება კატარი [მთა] - კატარი ხე, ცუდი ფიჭვი (საბა, 1991); მოტივაცია საკვლევია.

წონდიწყარო [იაილაში ხასი წყაროა] - მოსაწონი წყარო? მოტივაცია საკვლევია; წონთიწყარო ფორმით ადასტურებენ შ. ფუტკარაძეცა (1993, გვ. 279) და ნ. ცეცხლაძეც (2000, გვ. 233). 

გასაყარი [ორი გზაა აქეთ-იქით] - სათიბის სახელად ადასტურებს ს. დიობანში; ნ.ცეცხლაძე (2000, გვ. 169).

ვირისახტომი [მთა] - მაღალი ადგილი, საიდანაც ვირი გადმოვარდნილა.

საღრიეთი [ყიშლა] - შდრ., საღარი - შუბლ-თეთრი ცხენი (საბა, 1993); საღრიძე/საღარიძე - გვარი. შდრ., საღრიზე  უბანია ს. იფხრევლში; საღრიტყე ტყეა ს. დიობანში (ნ. ცეცხლაძე, 2000, გვ. 211). ჩვენს შემთხვევაში: საღრიძეების კუთვნილი ყიშლა.

თესლიხუთე~ [ჭალა] - შდრ., ხუ (ქართლ.) გუდაფშუტა, ყვავილში გაფუჭებული მარცვალი, გულში სულ შავი მტვრით არის სავსე, გარედან საღია, პურს ძალიან აფუჭებს (ალ. ღლონტი, 1984); ეტიმოლოგია საკვლევია. თესლიხუთე - სათესი ს. იფხრევლში; თესლუხთე - სათიბია ზედა სულისში (ნ. ცეცხლაძე, 2000, გვ. 183); თესლიხუთე ფორმით ადასტურებს შ.ფუტკარაძეც (1993, გვ. 279). 

სალაქორი [ჭალა] - სალა - ბრტყელი ქვა სამღერელი, მცირე; ქორი - ქორი არს სახლის ერდოზე სახლი; სახლზედ სახლი აგებული (საბა, 1993); სალა (ქიზ.) ბრტყელი მრგვალი რიყის ქვა სალაობის სათამაშო (ალ.ღლონტი, 1984); იმერხეულში ქორი საბძელს ჰქვია; სავარაუდოდ: ბრტყელი ქვებისაგან აშენებული საბძელი?

ფიქალთი  [ტყეში გავლილი გზაა] - შდრ., ფიქალი - ქვის ფიცარი (საბა, 1993); სავარაუდოდ, ფიქალთი - ქვიანი გზა/ადგილი. ფიქალთი  მთაა ს. წყალსიმერში; ფიქალ - ტყე მორღელში;ფიქალეთი - სათიბი მაჩხატეთში; ფიქალთ - სათიბი ქოთეთრისში; ფიქალთა - საძოვარი ხოხლევში (ნ.ცეცხლაძე, 2000; გვ., 217-218). 

ნამწEართი [ღელე იაილისკენ გზაზე] - ნამწEარი - გადამწვარი ადგილი/ტყე; ნამწუართი - ნახანძრალი ადგილის მიმდებარე მიწა-წყალი; ს. იფხრევლში სათიბის სახელად ადასტურებენ შ. ფუტკარაძე (1993, გვ. 279) და ნ. ცეცხლაძე (2000, გვ. 190). 

მწვანეყანა.

დიდყანა~. 

შინდიზირი [ყანა] (<შინდის ძირი).

ბოზალა~ [ყანა] - შდრ., ბოზა - ფეტვის ბურახი (საბა, 1991); მიკროტოპონიმის ეტიმოლოგია საკვლევია.

ლოდა~ [ყანა] - ქვებიანი ყანა?

ბუსუთური [ყანა] - ბუსუ-თ-ურ-ი? ბუსუთ/ბუსუს შთამომავლების ყანა? ბუსუტური ფორმით გვხვდება შ.ფუტკარაძესთან (1993, გვ. 279).

ცელაური [ყანეების სახელია] - ცელა - ანთროპონიმი? ეტიმოლოგია საკვლევია.

გოგიეთი [იაილა] -  გოგიას მოდგმის ადგილი; გოგი ~აილა დასტურდება ს. ივეთში (ნ. ცეცხლაძე, 2000, გვ. 171).
 

ფაფართი;  ფაფართი ღელე - შდრ., 1. ფამფარა მცენარეა (დ. ჩუბინიშვილი, 1984); ადგილი სადაც ეს მცენარე ხარობს? ცხენის ფაფარივით ადგილი? 2. მეგრულშიფაფალა - ხრამი, ფლატე (ი. ყიფშიძე); უფსკრული, ქარაფი (ო. ქაჯაია, 2002); ხრამი, კბოდე (გ. ელიავა, 1997); ფაფართი  მთისა და მდინარის სახელად აქვს დადასტურებული სოფელ ივეთში ნ. ცეცხლაძეს (2000, გვ. 217); ფაფართი - ქარაფიანი ადგილი?

ჭანჭახა~ [ჭალაა] - შდრ., ჭანჭახი (ხევს., ზ.აჭარული) - ჭაობი, ჭაობიანი, წყლიანი ადგილი, სახნავ-სათესად უვარგისი მიწა (ალ. ღლონტი, 1984);  ჭანჭახი - მთა, საძოვარი ს. მაჩხატეთსა და ს. წეთილეთში; სათიბია ს. შავმთაში (ნ. ცეცხლაძე, 2000, გვ. 234).

ლეწილი [ყიშლა ხერთვისის ახლოს] - ადასტურებენ შ. ფუტკარაძეცა (1993, გვ. 279) და ნ. ცეცხლაძეც (2000, გვ. 192).

საბატკნია [საძEარი].

ბატკნიკარა~ [იაილა]. 

ნაცარა~ - დიდი კლდე [მიქელას ზემოთ თა, ტვრიანია]; ნაცარა~ - სათიბია ს. წეთილეთში (ნ. ცეცხლაძე, 2000, გვ. 201).

მიქიელა [იაილაში მაღალი კოხი]. 

ხერთვისი [ჭალა მიქელა~ს ქვემოთ] - ხერთვისი//Bერთვისი - სათიბები BოBლევსა და ბაძგირეთში (ნ. ცეცხლაძე, 2000, გვ. 238).

ტონტოწყაროები [ჭალა] - შდრ., ტონტორ-ი (ლეჩხ.) - დიდი, მოსული, ფიზიკურად ძლიერი (ალ. ღლონტი, 1984).

იმნიეთის იაილა. 

საკენჭო.

ლიტერატურა

ილ. აბულაძე, 1973 - ილ. აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბ., 1973 
გ. ელიავა, 1997 - გ. ელიავა, მეგრულ-ქართული ლექსიკონი, თბ., 1997
ა. მაყაშვილი, 1991 - ა. მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი, თბ., 1991 
საბა, 1991 - სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ტ. I; თბ., 1991
საბა, 1993 - სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ტ. II; თბ., 1993
შ. ფუტკარაძე, 1993 - შ. ფუტკარაძე, ჩვენებურების ქართული, ბათუმი, 1993
ქდსკი-ს მასალები - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში დაცული დიალექტოლოგირიური მასალები
ქეგლ - ქართული ენის განმარტებითი ლკექსიკონი, ტ. VIII, თბ., 1964 
ო. ქაჯაია, 2002 - ო. ქაჯაია, მეგრულ-ქართული ლექსიკონი, ტ.III; თბ., 2002
ალ. ღლონტი, 1984 - ალ. ღლონტი, ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა, თბ., 1984
ი. ყიფშიძე, 1939 - ი. ყიფშიძე, ჭანური ტექსტები, თბ., 1939
დ. ჩუბინაშვილი, 1984 - დ. ჩუბინაშვილი, ქართულ-რუსული ლექსიკონი, თბ., 1984 
ნ. ცეცხლაძე, 2000 - ნ. ცეცხლაძე, შავშეთ-იმერხევის ტოპონიმია, ბათუმი, 2000.

banner220
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.