შავშეთის სოფლები

შავშეთის სოფლები

შავშეთის სოფლები

Ahaldaba (TEPEKÖY) ახალდაბა
ახალდაბა - ახალი დაბა > ახალდაბა; შდრ.: გარე დაბანი - დარდაბანი; დაბა ძველი > დაბაძველი.

Carat (KÖPRÜYAKA) ჯარეთი
ჯარეთი - ჯარ-ეთ-ი; ჯარ- ფუძე შეიძლება უკავშირდება ჯარა სიტყვას; შესაძლოა, ჯარი ფორმასაც. -ეთ- ქართული სუფიქსია.

Cvarep (ŞALCI) ჯვარები (ჯუარები)
ჯუარები - ადგილი სადაც ჯვარები/ჯუარები იყო

ÇAĞLAPINAR ხოხლევი
ხოხლევი - ხოხლ-ევ-ი: ხოხოლ- ფუძეა, -ევ- სუფიქსია.

Çartulet (ÇAMLICA) ჩართულეთი
ჩართულეთი - ჩართული მიმღეობაა ჩართვა ზმნისა. ჩართულ-ეთ-ი - ადგილი, სადაც ერთმანეთს ერთვის, ერთმანეთში ჩართულია სხვადასხვა გეოგრაფიული გარემო: ხევები, ღელეები...
    
Çıkta ( AKDAMLA) ჩიხთა
ჩიხთა - ჩიხებიანი ადგილი

Çisvet (ATALAR) წიწვეთი
ქართულ ენაში წიწვი არის ნაძვის, ფიჭვის, სოჭის, კედარის ფოთოლი - ხეხეში ფოთოლი. წიწვ-ეთ-ი - წიწვიანი ადგილი; კრებითობა-წარმომავლობის საერთოქართველურ -ეთ- სუფიქსზე ჩვენ უკვე გვქონდა ლაპარაკი.

Dabatzrul (MEŞELİ) დაბაწრული
დაბაწრული არის მიმღეობა დაბაწრ-ავ-ს ზმნისა. ბაწარი არის წვრილი თოკი და გადატანით, წვრილი გზა - ბილიკი. დაბაწრული არის ადგილი, სადაც ბევრი ბილიკებია (იყო ბევრი ბილიკები).

Gürnatel (SUSUZ) გურნათლე (გურნათელი)
გურნათელი - არის კომპოზიტი: გურ-ნათელ-ი;  გური ლაზურ-მეგრულად არის გული; გადატანით, გული/გური არის ცენტრალური ადგილი. გურნათელი - ადგილი რომლის ცენტრი არის ნათელი.

Mamanelis (YAVUZKÖY) მამანელისი
მამანელისი - ალბათ მომდინარეობს საკუთარ სახელ მამანელა-სგან.
მამანელა შეიძლება იყოს მეტსახელი; სოფლის სახელი მოდის ამ სახელისგან: ეს ადგილი იყო ამ კაცის - მამანელას კუთვნილი. მამანელ-ის-ი; შდრ.: შინდი/შინდა - შინდ-ის-ი;  

Merya (VELİKÖY) მერია
მერია/მერე - ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში განიმარტება როგორც მდინარის პირი, წყლის სანაპიროზე მდებარე ვაკე ადგილი.

Mikelet (ÇERMİK) მიქელეთი
 მიქელეთი - მიქელას კუთვნილი ადგილი: მიქელ-ეთ-ი.

Muhoban (ÜZÜMLÜ) მუხობანი
მუხობანი - მუხ-ოვან-ი - მუხებიანი ადგილი.
შდრ,: ვაშლი - ვაშლ-ოვან-ი, ჭალა - ჭალ-ოვან-ი, სხლობანი...  

Satapliya (OTLUCA) სათაფლია
სატაფლია - ადგილი სადაც არის თაფლი: სა-თაფლ-ია; შდრ.: 
ნალია - სა-ნალ-ია, კაჟი - სა-კაჟ-ია, მელა - სა-მელ-ია...

Satlel (SÖĞÜTLÜ MAH.) სათლელი
სათლელი - მიმღეობაა გათლა ზმნისა: თლის - გათალა; სა-თლ-ელ-ი; -ელ- სუფიქსის გავლენით იკუმშება ფუძისეული ა ხმოვანი: -თალ- > -თლ-. სათლელი - ადგილი, სადაც შეიძლებოდა გაეთალათ სამშენებლო ქვა ან ხე.

SEBZELİ  - შესაძლოა ეს სიტყვა იყოს საბძელი სიტყვის დამახინჯებული ვარიანტი. საბძელი - თივის შესანახი ადგილი.

Seslavur (ZİYARET) სესლაური
არ გამოვრიცხავ, ეს სიტყვა იყოს ცეცხლაური ფორმის ფონერტიკური ვარიანტი. ცეცხლაური სოფლის სახელია აჭარაში, ქობულეთში. ცეცხლაური - ცეცხლ-ავ-ურ-ი: ცეცხლ-ავი; შდრ.: მან-ავ-ი; -ურ- მეორეული სუფიქსია.
შესაძლოა, ასევე, სესლა იყოს სასელას ფონეტიკური ვარიანტი: სასელა - მსხლის ჯიში. სასელა-ურ-ი > სესლაური ადგილი სადაც ეს მსხალი ხარობს.

Sihidzir (KAYADİBİ) ციხისძირი
ციხისძირი - კომპოზიტია; ციხის ძირი ადგილი; საქართველოში რამდენიმე ციხისძირია: აჭარაში მცხეთაში და ა.შ.

Sihiya (YONCALI) ციხია
ციხია - ეს სიტყვაც მომდინარეობს ციხე სიტყვისგან; ციხია - ციხესავით ადგილი.

Suloban (PINARLI)სხლობანი
სხლობანი - მომდინარეობს მსხალ- ფუძისგან: მსხალ-ობან-ი > სხალობანი >
სხლობანი.

Svirevan (DUTLU) სურევანი
სურევანი - სუროვანი: სურო-ოვან-ი; ამ ფორმის შესახებ წინა ნაწილში უკვე ვიმსჯელეთ.

Şavket (KARAKÖY) შავქეთი
შავქეთი - სახელი წარმოადგენს კომპოზიტს: შავი ქედი > შავქედი/შავქეთი.
თურქული ფორმაც აჩვენებს, რომ აქ კომპოზიტის პირველი ნაწილია ზედსართავი სახელი შავი.

Şavta (ŞENKÖY) შავთა
შავთა - აქაც შავია ფუძე: შავ-თა: უფრო კომპოზიტია: შავი მთა. შესაძლოა სხვა ვარიანტიც: შავთა ადგილი > შავთა

Tabagetil (YAŞARKÖY)  დაბაკეთილი
დაბაკეთილი - კომპოზიტია: დაბა კეთილი; შდრ.: გარე დაბანი - გარდაბანი; ვარ კეთილი > ვარკეთილი.

Tibet (CEVİZLİ) ტბეთი
ტბეთი - ტბ-ეთ-ი: ტბიანი ადგილი: ტაბ-ეთ-ი > ტბეთი. შდრ.: ტბეთი არის აჭარაშიც. შდრ.: ტაბახმელა, ტაბაწყური...

Tsortsel (ÇAVDARLI) ძორძელი
ძორძელი - ძორძ-ელ-ი: ქართული წარმომავლობა აშკარაა მორფოლოგიის მიხედვით: ძორძ- ფუძეა, -ელ- ქართული სუფიქსი, მაგრამ ძორძ- ფუძის სემანტიკა ამ ეწტაპზე ჩემთვის უცნობია. 

Turnhanet (KAYABAŞI) თურმანეთი
თურმანეთი - თურმან-ეთ-ი: თურმან- ქართული საკუთარი სახელია; შდრ.: თურმანიძე, თურმანაული...
თურმან-ეთ-ი -  თურმაბნიზეების სოფელი ან თურმანას კუთვნილი ადგილი, სადაც სოფელი გაშენდა.

Vanta (ELMALI) ვანთა
ვანთა - ფუძეა ვანი - დასასვენებელი ადგილი; შდრ., ძველი ქართული ვანი - სახლი,. მონასტერი, დაბა (ილ.აბულაძე)... ვანთა - ვანი ადგილი, ვანეთი, ვანიანი ადგილი.

Vel (CİRİTDÜZÜ) ველი
ველი ქართული ფუძეა და ნიშნავს: მინდორი, ყანა

Verhunal (KARAAĞAÇ) ვერხვნალი
ვერხვნალი - ვერხვ-ნარ-I - ადგილი სადაც ბევრი ვერხვებია: შდრ.: კაკალი - კაკლნარი, თხემლა - თხემლნარი, ვაშლი - ვაშლნარი...

banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.