სოფ. იენი საიაჯა (ულუბეის რაიონი, ორდუს ვილაიეთი)

სოფ. იენი საიაჯა (ულუბეის რაიონი, ორდუს ვილაიეთი) სულეიმან ჩალიშქანი

სოფ. იენი საიაჯა (ულუბეის რაიონი, ორდუს ვილაიეთი)

 სოფ. იენი საიაჯა მდებარეობს ორდუს ვილაიეთიულუბეის რაიონში, რაიონული ცენტრიდან სამხრეთით 5 კმ-ში, ულუბეი-სივასის გზაზე.
        მოკლე ისტორია: 1878 წელს ბათუმიდან ჩამოსული ქართველები დასახლდნენ ორდუს ვილაიეთის იმ ადგილას, რომელსაც ესქიფაზარი ჰქვია, მაგრამ მაშინ გავრცელებული ციებ-ცხელების გამო მათ საცხოვრისი შეიცვალეს. ისინი მოგვიანებით სოფლებში: ბაჰარიე, აქესე, ბურჰანეთინი, თეფექოი და იენი საიაჯა დასახლდნენ. სოფ. საიაჯაში მოსული ქართველები დასახლდნენ ჩოლენის, ჩუბუქისა და ქაზანჯის უბნებში. დროთა განმავლობაში ხის სახლები ბეტონის ნაგებობებმა შეცვალეს. ადრე ბოსლები სახლის ქვეშ იყო, შემდეგ კი ცალკე გაიტანეს. აქ გავრცელებულია ნალიები. სახლები შელესილი და შეღებილია. ყველა სახლშია ტელეფონი, ელექტროენერგია, წყალი, ფერადი ტელევიზორი და მაცივარი. სოფლის მოსახლეობა ქალაქური ცხოვრების წესს მისდევს.
        მოსახლეობა: სოფელში 1200 კაცი ცხოვრობს. ამაზე მეტი ადგილობრივი მკვიდრი ცხოვრობს ქალაქებში ორდუსა და სტამბოლში. ისინი სოფელში ძირითადად აგვისტოში ჩამოდიან. სოფელში მცხოვრებთა 98% წერა-კითხვის მცოდნეა. ბევრია უმაღლესდამთავრებული. თითქმის ყველა მათგანი ქალაქად მუშაობს. ქ. ორდუში მომუშავენი სამსახურში სოფლიდან დადიან. დანარჩენებიც არ წყვეტენ სოფელთან კავშირს. ისინი წინაპართა პატივისცემის ნიშნად ყოველი წლის აგვისტოში აქ ჩამოდიან. სოფლის ყველა უბანში არის დაწყებითი სკოლა და მეჩეთი.
        ტრადიციები: სოფელი ძველად უფრო იცავდა იმ ტრადიციებს, რომლებიც დღეს იკარგება. წინა წლებში ქორწინება ქართველთა შორის ხდებოდა. ბოლო წლებში ეს ტრადიცია თითქმის გაქრა. მართალია ქართული იციან, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მას ნაკლებად იყენებენ. არ სვამენ და კარტსაც არ თამაშობენ. ძველებურად პატივს სცემენ ასაკოვან ადამიანებს. რელიგიურ დღესასწაულებზე ნამაზის შემდეგ ხანდაზმულები დამწკრივდებიან, ყოველ სახლს ჩამოივლიან და ხალხს დღესასწაულს ულოცავენ ხოლმე. სოფლის მკვიდრნი, მართლმორწმუნე მუსლიმები, ქვეყნის პატრიოტები და სტუმართმოყვარენი არიან. 
        ისტორიული ადგილები: კაზანჯის უბანში არის ბიზანტიელთაგან შემორჩენილი ისტორიული ციხე-სიმაგრე. ციხეს ერთადერთი შესასვლელი აქვს. იქიდან გამოსვლისას აუცილებლად ორ-ორი კაცი უნდა გამოვიდეს, რომ ერთმანეთი დაიჭირონ. შეიმჩნევა ოქროსმაძიებლთა კვალიც, რამაც ბევრი რამ გაანადგურა. შემორჩენილია ისტორიული მნიშვნელობის წყაროებიც. 
        ეკონომიკა: სოფელში მოჰყავთ თხილი, სიმინდი და კარტოფილი. თხილს ჰყიდიან, რაც ხალხის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. ამავე დროს მისდევენ მეფუტკრეობასა და მეცხოველეობას. ეკონომკიურად შეძლებული ადამინები ზამთარში საცხოვრებლად ქალაქად მიდიან. 
        ქვემოთ მოგვყავს ერთ-ერთი ქართული მანი , რომლის მცოდნეთა რაოდენობა ცოტაა სოფელში.

შუქთი ბიჭი შექშენდუვო
ლამაზი გოგო დაქშუვენდება
ერთი ვირი მესამა
მე გოგვებში ვისამე.

ჟურნალი "ჩვენებური"
ოქტომბერი-დეკემბერი 2001, ნომ: 42

banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.