უსტამისი (ესქიკალე) - შავშეთის ერთი ქართული სოფელი

უსტამისი (ესქიკალე) - შავშეთის ერთი ქართული სოფელი

უსტამისი (ესქიკალე) - შავშეთის ერთი ქართული სოფელი

უსტამისი (ესქიკალე) - შავშეთის ერთი ქართული სოფელი

ბირსენ დურმუში

        მდებარეობა. ს. ესქიკალე (უსტამისი) შედის ართვინის ვილაიეთის შავშეთის ილჩეში. მდებარეობს ჩიფთეჰანლარსა და შართულს შორის.
        მოსახლეობა. სოფელში დაახლოებით 1500 კაცი ცხოვრობს. მოსახლეობა მთლიანად ქართულია. რაც ისტორიიდანაა ცნობილი ისინი მუდმივად აქ ცხოვრობდნენ. 280-ზე მეტი კომლია. სოფლის ცენტრალურ უბანს უსტამისი ჰქვია. დანარჩენი უბნებია ავჯილარი, ჩიფთეჰანლარი და ქუჩუქ ჩურუქი.
        სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა. მოსახლეობის 90 % წერა-კითხვის მცოდნეა. ბოლო წლებში გაიზარდა უმაღლესდამთავრებულთა რიცხვიც. ხალხის უმრავლესობა სოფელში ცხოვრობს. სოფლიდან წასულთა რაოდენობა მცირეა. ამის მიზეზი სეზონურ სამოწათმოქმედო სამუშაოებში მომუშავე ადამიანები და პენსიონერთა დიდი რიცხვია. ბოლო წლებში შემცირდა მიწათმოქმედების და მეცხოველეობის დარგები.

        ტრადიციები
        სოფლის ქორწილები. სოფელი ცნობილია თავისი ქორწილებით. ადათ-წესებს ზედმიწევნით ასრულებენ. პოეტმა ისმაილ იაზიჯიმ ს. ესქიკალეს ქორწილებს ლექსიც კი მიუძღვნა, რომელსაც "შავშეთის დესთანი" ჰქვია.
        იალაღების დღეობები. დღეობები, რომელსაც "მარიობა" ჰქვია, იალაღებზე ასვლიდან მეორე კვირის ბოლოს იმართება. პარასკევ დღეს სოფლის მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა ჯგუფ-ჯგუფად ადის იალაღზე. დამხვდურები მოსულებს გევრექით, გადნობილით, მოხრაკულით, ნაღებით, მაწვნით, დოთი და რძით უმასპინძლდებიან, მთელი დღე-ღამის განმავლობაში აკორდეონის თანხლებით ერთობიან. ღამით საფერხულო მოედნის შუაში ცეცხლს ანთებენ და გვიანობამდე ცეკვავენ. პიკნიკისთვის მაღლობებზე ადიან.

        პრობლემები
        სასმელი წყალი.
 სასმელი წყლის პრობლემა ზეგანის სახნავ ადგილებში ოთხი თვის განმავლობაში გრძელდება ხოლმე. მოსახლეობის მქონე უსტამისის უბანში ბეტონისგან აშენებული წყლის საცავი მდებარეობს. მაგრამ ამ საცავს მთელი მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა არ შეუძლია. დღის განმავლობაში დიდი და პატარა ყველა წყალს ეზიდება. ხელმძღვანელები ისე იქცევიან, თითქოს ასეთ საკითხს არც ეარსებოს. 
        სარწყავი წყალი. სოფლის მოსახლეობამ ორმოცდაათი წლის წინ დაახლოებით 9-10 საათის სავალი გზიდან სარწყავი წყალი გამოიყვანა. არხის ასაგებად გლეხებმა ყველანაირ ხერხს მიმართეს: კლდეზე კედელი ამოიყვანეს, ჩაღრმავებულ ადგილებზე წყალი ხის ნაკეთობებით გადაიყვანეს, რის შედეგად სოფელში მიწათმოქმედება გაიზარდა, საკუთრივ სოფელიც უფრო სუფთა გახდა. ბოლო სამი წელია ტყეში გზა გაჰყავთ, რაც ხელს უშლის წყლის სოფელში ჩამოსვლას. როგორც ჩანს, სანამ ეს გზა არ დამთავრდება, სოფელს წყლის პრობლემა ექნება.
        იალაღის გზა. 2000 წელსაც კი, ადამიანები იალაღზე ასასვლელად ოთხი-ხუთი საათის სავალ გზას ტვირთმოკიდებულები ფეხით გადიან. სავარაუდოდ კიდევ დიდხანს გაგრძელდება იალაღის გზის მშენებლობა, რომელიც სამი წლის წინ დაიწყეს და მშენებლობისასაც ტყეც ნადგურდება.
        ისტორიული ძეგლი. როგორც სოფლის სახელიდანაც ჩანს (ესქიკალე ძველ ციხეს ნიშნავს) სოფლის საზღვრებში ციხე მდებარეობს. ციხეში წარმოებული უვიცური გათხრები ციხის სიდიადეს ჩრდილს აყენებს. ციხე დღემდე არ ყოფილა გამოკვლეული და არც დაცვის ქვეშ აყვანილი. 
        სკოლა. უსტამისის უბანში მდებარე ესქიკალეს ერთკლასიან დაწყებით სკოლაში სწავლობს დაახლოებით 40 მოსწავლე. აქ ერთი მასწავლებელია. მოსწავლეები მე-5 კლასის შემდეგ ან ინტერნატში, ან ნათესავებთან გადადიან საცხოვრებლად და ასე აგრძელებენ სწავლა-განათლების საქმეს. მათი რაოდენობა წლითიწლობით მატულობს. ჩვენს სოფელს კეთილმოწყობილი სკოლა სჭირდება. მოსახლეობამ გარკვეული ზომები მიიღო, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს. 
        ამბულატორია. სოფელში მედპერსონალი წლების განმავლობაში არ დანიშნულა. ამიტომ ამბულატორიის კარს კლიტე ადევს. პოლიტიკოსები სოფლის მოსახლეობას საჭირო დროს წარმატებით იყენებენ, მაგრამ თვითონ სოფლისთვის არაფერს აკეთებენ. არჩევნების შემდეგ სოფელს ყოველთვის ივიწყებენ.

ჟურნალი "ჩვენებური"
No:41. ივლისი-სექტემბერი. 2001.

banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.