ეთნოგრაფიული მუზეუმი "ბორჯღალო"

სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ოდითგანვე მისთვის დამახასიათებელი სამეურნეო საქმიანობით და ხალხური მხატვრული ხელოსნობით გამოირჩეოდა. 

ეთნოგრაფიული მუზეუმი "ბორჯღალო"

ეთნოგრაფიული მუზეუმი "ბორჯღალო"
დაკავშირებულ გალერეაში შესვლა

სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ოდითგანვე მისთვის დამახასიათებელი სამეურნეო საქმიანობით და ხალხური მხატვრული ხელოსნობით გამოირჩეოდა. 

ამ უძველესი ტრადიციების გაცნობა-შესწავლამ ქემალ თურმანიძეს გადააწყვეტინა შეექმნა ხალხური რეწვისა და ყოფის მუზეუმი,. ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“ განთავსებულია 3000 კვ.მ-ზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, გამწვანებითა და სავალი ბილიკებით. აქვე შეგიძლიათ იხილოთ  9მ. სიმაღლის ბუნებრივი ჩანჩქერი, ტყის საფარით.  მუზეუმში წარმოდგენილია აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტები, ხალხური რეწვის დარგები, აგრარული მეურნეობა, ყოფითი ცხოვრება (შესაბამისი ფოლკლორული სიმღერის თანხლებით) და სხვა.  აქ თქვენ შეხვდებით მანეკენებს შრომითი საქმიანობის, ასაკისა და ხასითის გათავლისწინებით. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია მუზეუმის დამფუძნებლის, ქემალ თურმანიძის ხეზე კვეთილობის ნაკეთობანი, რომლებმაც მოიპოვეს არაერთი საერთაშორისო აღიარება. მუზეუმის უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ აქ წარმოდგენილი თითოეული დარგი, მანეკენი, მაკეტი თუ ხეზე კვეთილობის ნიმუში შექმნილია ერთი პიროვნების, მუზეუმის დამაარსებლის მიერ.

დამატებითი მომსახურება: გიდის მომსახურება, Wi-Fi-ინტერნეტი, პარკინგი
მისამართი: კახაბრის დასახლება, მიხეილ შარაშიძის 14

სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელეფონი: 599 273470, 599 277231

 

banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.