თურქეთის ქართველებმა მშობლიურ ენაზე გადაცემების წარმოება მოითხოვეს

თურქეთის ქართველებმა მშობლიურ ენაზე გადაცემების წარმოება მოითხოვეს

თურქეთის ქართველებმა მშობლიურ ენაზე გადაცემების წარმოება მოითხოვეს

   ევროკავშირის თავსებადობის პროცესის შესაბამისად მიღებულ იქნა კანონი განსხვავებულ ენებსა და დიალექტებზე გადაცემებისა წარმოებისა და განათლების უფლების შესახებ. ამის შესაბამისად თურქეთის ქართული კულტურის სამმა ორგანიზაციამ განცხადება გააკეთა. განცხადებას, რომელსაც თურქეთის ქართველებისთვის ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია, ხელი მოაწერეს ჟურნალ `ჩვენებურის~ სახელით ამავე ჟურნალის მფლობელმა და რედაქტორმა ოსმან ნური მერჯანმა, "Chveneburi.Net-ის" სახელით რედაქტორმა ერდალ ქუჩუქმა და "გურჯუჰაბერ.ქომ-ის" სახელით რედაქტორმა გაფარ ილმაზმა. აღნიშნული განცხადება გაეგზავნა თურქეთის ტელე-რადიო კორპორაციის ხელმძღვანელობასა და ტელე-რადიო გადაცემის უმაღლეს საბჭოს. ზემოხსენებული განცხადებით ითხოვენ, რომ თურქეთის ტელე-რადიო კორპორაციამ ადგილობრივ მაუწყებლობაში (რომელიც 07.05.2004-დან დაიწყო), ჩართოს გადაცემები ქართულ ენაზე
        იმედი გვაქვს, რომ ეს განცხადება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თურქეთში ქართული კულტურის დაცვის საქმეში.


თურქეთის ტელე-რადიო კორპორაციის დირექტორატს
                                                                                                                           ანკარა

საკითხი: ადგილობრივ ენებსა და დიალექტებზე გადაცემებში ქართული ენის დამატების მოთხოვნა.
       
        ადგილობრივ ენებსა და დიალექტებზე ტელე-რადიო გადაცემების შესაბამისად მოვითხოვთ გადაცემების წარმოებას ქართულ ენაზე. გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი ზომები.


www. gurcuhaber.com           www. chveneburi.net                 ჟურნალ "ჩვენებურის"    
მფლობელი და
რედაქტორი                                        რედაქტორი                                           რედაქტორი 
ხელმოწერა                                         ხელმოწერა                                            ხელმოწერა


მისამართი: ჰალასქარგაზის პროსპექტი სიმგეს სადარ. No:59 სართ.6 ბ. 5 
                                                                                                       ჰარბიე-სტამბოლი
ტელ: (212) 231 79 28
ფაქსი: (212) 246 02 27

banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.