ბაიარ შაჰინის საღამო თბილისში

ბაიარ შაჰინის საღამო თბილისში

ბაიარ შაჰინის საღამო თბილისში

    2006 წლის 11 თებერვალს თბილისში, რესტორან "ბერიკონში" შედგა საქართველოსა და თურქეთში ცნობილი მომღერლის ბაიარ შაჰინის (გუნდარიძის) შემოქმედებითი მოღვაწეობის 20 წლისადმი მიძღვნილი საღამო.
        საღამოს ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო საქართველოში მოქმედი თურქ და ქართველ ბიზნესმენთა ასოციაცია.
        საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, ისტორიკოსი და თურქოლოგი, პროფესორი გიული ალასანია, ლტოლვილთა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა მინისტრი გიორგი ხევიაშვილი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ერთან თეზგორი, საქართველოს ყოფილი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ტარიელ ლებანიძე, თურქ და ქართველ ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ქენან ილდირიმი, ქართველი და თურქი ბიზნესმენები, ჟურნალისტები და სხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური პირები.
        პროფესორმა გიული ალასანიამ ბაიარ შაჰინს დიდი სიურპრიზი მოუწყო - მას და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქის პასპორტები გადასცა. ამდენად მუსიკოსმა ორმაგი მოქალაქეობა მიიღო. 
        ბაიარის საღამო იქცა ქართველი და თურქი ხალხების მეგობრობის ზეიმად. დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული უსმენდა ბაიარის მიერ შესრულებულ ქართულ და თურქულ სიმღერებს. სტუმრები (განსაკუთრებით ახალგაზრდები) ხშირად გადადიოდნენ სცენაზე და ცეკვავდნენ ცეცხლოვან ხორუმს, რომელიც საქართველოსა და თურქეთის საერთო კულტურული ფასეულობაა. ლაზურ, იმერხეულ, მაწახლურ და სხვა სიმღერებს ბაიართან ერთად ხშირად ქართველი კოლეგები - ცნობილი მომღერალი ზაზა კორინთელი (ზუმბა) და ანსამბლი "ჩვენებურები" ასრულებდნენ.
        ბაიარ შაჰინი იმავე საღამოს ჩოხოსანთა საზოგადოებაშიც მიიღეს. ბაიარს შინდისფერი ჩოხა მართლაც რომ მოუხდა. 
        საღამო ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დამსწრენი კიდევ დიდხანს გაიხსენებენ ამ დაუვიწყარი საღამოს შთაბეწდილებებს.  



ბაიარ შაჰინ (თბილისი, 2006)











banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.