ქართული ფოლკლორის საღამო სტამბულში -2-

ქართული ფოლკლორის საღამო სტამბულში -2-

ქართული ფოლკლორის საღამო სტამბულში -2-

მაჭახელას სიმღერა "ენვერ ფაშას" კავკასიური მუსიკის ანსამბლის "სამხედრო პოპური" ცვლის. "მაჭახელა" ასრულებს სიმღერას "ბახმაროს გზაზე", მერე კავკასიური კვლევის ანსამბლი მღერის "მოხევის ქალოს". თურქეთის ქართული მუსიკის ყველაზე ახალგაზრდა ვარსკლავი ახმედ მელაშვილი სალამურსა და ფანდურზე ახმიანებს ქართულ ჰანგებს და თანამემამულეთა ოვაციებიც არ აყოვნებს. ანსამბლ მაჭახელას რვა ხანდაზმული წევრი ახალგაზრდული ენერგიით, ცეკვის თანხლებით ასრულებს "რაშო რერას". კონცერტამდე ორი დღით ადრე თურქულმა ტელეკომპანია კანალი Dმ მაჭახელაზე მოამზადა გადაცემა, რომელმაც პოზიტიური როლი ითამაშა თურქეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის. აქვე ვასახელებთ ანსამბლ მაჭახელას წევრებს: ჰამდი ერთურქ ქავთარაძე, ისმაილ ქავთარაძე, ახმედ ქოსი, მუხამედ ბალცი, ქაზიმ ბალცი, ნევზათ ერტურკ გოკდემირი, ქემალ კარადენიზი. კონცერტის მეორე ნახევარში თურქეთის ქართული მუსიკის ერთ ერთი ბელადი ბეიარ შაჰინ კონტარიძე სცენაზე გამოდის და ჩვენებურებს აცნობს ახალ ამბომს სახელწოდებით ბანი. ერთი საათის განმავლობაში ნუგზარ გუჩმანიძე, ჯემ ასლანტურკი,ნუგზარ პარტანიძე ბეიარ შაჰინ კონტარიძესთან ერთად მღერიან ქართულ და თურქულ სიმღერებს: მწყემსის ღიღინი, მგზავრული, სიმონა დოლიძე, განდაგან, სიმღერა მეგობრობაზე, გელინო. კონცერტის ფინალში სცენაზე გამოდის სამი მონაწილე და უკრავს ხორუმის მელოდიას. სცენაზე ავიდა თურქთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ნიჰატ გოგიტიძე, და შესანიშნავად იცეკვა შემსრულებლებთან ერთად. ჩვენებურებმა თავიანთი ტრადიციისა და კულტურის ეს დღესასწაული და მის ორგანიზატორთა ღვაწლი მქუხარე ტაშით შეაფასეს და მადლიერებით აღვსილებმა ამაღლებული განწყობით დატოვეს თეატრის შენობა. ჩემი ქვეყნის საქართველოს სურნელი ვიგრძენი, თურქეთში საქართველოს კონსულის თეიმურაზ შარაშენიძესგან გაკეთებული ეს კომენტარი კონცერტზე მოსულ ჩვენებურთა განწყობილებას ზუსტად გამოხატავს.

გაფფარ ილმაზი (ქათამაძე)

მუსიკის ანსამბლი - ქაფდაღი





ანსამბლი - მაჭახელა
აჰმეთ ბექა ოზქან (მელაშვილი)
ჩვენებურები ანტრაკტზე
ანსამბლი - მაჭახელა
ანსამბლი - მაჭახელა - ნიჰათ გოკიგით (გოგიტიძე)

banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.