გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორია

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს გენო პეტრიაშვილმა მეშვიდე მედალი მოუტანა.

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორია

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე  თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 22 წლის ქართველმა სპორტსმენმა ამერიკის ოლიმპიური ნაკრების წევრი ტერველ დლაგნევი 31 წამში დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გენო პეტრიაშვილი ევროპის ერთგზის და მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია, იგი 125 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

 საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 7 მედალი აქვს მოპოვებული: 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

ბოლო მონაცემებით, მოპოვებული მედლების რაოდენობითა და მათი ხარისხით, საქართველოს ნაკრები 36-ე ადგილს იკავებს.   

banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.