“თუ დაივიწყე ენა ქართული, მაშ, საქართველო დაგვიწყებია“…


ნათია შარაშენიძე

ნათია შარაშენიძე

28 Eylül 2016, 15:56

 “თუ დაივიწყე ენა ქართული,
მაშ, საქართველო დაგვიწყებია“…
 
ამბავი იმის შესახებ, რომ თურქეთის რესპუბლიკის საჯარო სკოლებში  ქართული ენის შესწავლა თურქეთში მაცხოვრებელი ეთნიკური ქართველებისთვის უკვე შესაძლებელი გახდა ელვის სისწრაფით მოედო იქაურ ქართველობას, მახსოვს მთელი დღის განმავლობაში „ქართული კულტურის სახლში“ ტელეფონის ზარები არ წყდებოდა, ეს იყო ქართული სულის ზეიმი, სიხარულის ყიჟინა და თითქოს ისტორიულ სამშობლოში საკუთარ ფესვებთან დაბრუნებაც კი. თურქეთელი ქართველებისთვის ძალიან მტკივნეულია ის, რომ მომავალი თაობა კარგავს ენას და ტრადიციებს, დღეს შესაძლებლობა მიეცათ, რომ შვილები არ მოსწყდნენ ფესვებს და მუდამ ახსოვდეთ ვისი გორისანი არიან, საიდან მოდიან და სად არის მათი ისტორიული სამშობლო. თითოეული თურქეთელი ქართველის ოჯახის რელიქვიადაა ქცეული ცრემლებით გაჟღენთილი ქართული ანბანით შედგენილი წერილები, ამბები საქართველოდან ერთადერთ ნუგეშად, ნუგეშად იმისა, რომ სანამ ამბები მოდის ესეიგი იქ სამშობლოში ისინი ახსოვთ, ზამთარსა და ზახულში მთაზე შემდგარნი კი იმის იმედით, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდნენ და ეს დაბრუნება იქნებოდა დღესასწაული, „მემლექეთის“ ჰორიზონტს  დაღლილი თვალებით გაჰყურებდნენ,   ერთმანეთს ასე ესაუბრებოდნენ: ქართული იყოს და ტალახი იყოს, წარსულს ჩაბარდა ჩუმად ოჯახში ჩურჩულით ქართულად ნათქვამი: “ნენა„
უდიდესი ისტორიული მნიშვნელობისაა სკოლებში არჩევით საგნად ქართული ენის შესწავლა  „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“, თაობები  შეეწირა დედაენის  სწავლისთვის ბრძოლას, ბრძოლას რომელიც ერთი წუთითაც არ შეწყვეტილა, თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღეს სიხარულით სავსენი ერთმანეთს ულოცავენ დედაენის მათ ოჯახებში დაბრუნებას, ამ ბრძოლას თავისი გმირები ჰყავს აჰმედ ოზკან მელაშვილის მეთაურობით და თურქეთელი ქართველების მონაწილეობით. ასე მგონია, რომ დიდი ხნის წინ დაკარგულ ჩვენს ძმებს, დებს, შვილებს, მშობლებს ვიბრუნეთბთ და ეს დაბრუნება სუყველას ერთნაირად გვახარებს და გვაერთიანებს. მომავალ თაობას თავისუფლად შეეძლება დაეუფლოს იმ ენას, რომელ ენაზეც საუბრობდნენ მისი წინაპრები, ორიგინალში წაიკითხავენ ყველა იმ ლიტერატურულ შედევრს, რომლითაც ჩვენ ვიწონებთ თავს და გვეამაყება, თავიდან აღმოაჩენენ ქართულ მდიდარ კულტურას,  გაიგებენ და ისწავლიან დავიწყებულ ქართულ ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს და საქართველოს სიყვარულით სავსე გულით ჩვენთან ერთად ქართულად შესძახებენ: საქართველოს გაუმარჯოს!!!  
 
 
 
განა რა ძალით დაიკეცება
ან ეს ტრამალი, ან ეს ჩვენი ცა…
მოდგმიდან მოდგმას გადაეცემა
შრიალი შენი „დედაენისა“.
/იოსებ ნონეშვილი/
 
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.