თურქეთის ლაზების განცხადება რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის შესახებ


მუსტაფა ქიბაროღლუ

მუსტაფა ქიბაროღლუ

27 Ağustos 2004, 14:15

თურქეთის ლაზების განცხადება რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის შესახებ

                                                                                                                                    მუსტაფა ქიბაროღლუ

ბოლო დღეებში რუსეთსა და საქართველოს შორის უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა სამხრეთ ოსეთის გამო. ისევე როგორც მთელი ცივილური მსოფლიო, ჩვენც, თურქეთსა და ევროპაში მცხოვრები ლაზები შეშფოთებულნი ვართ შექმნილი სიტუაციით.
ქართველი ხალხი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე მარტო იბრძოდა დიდი ძალების წინააღმდეგ და არაერთხელ მდგარა განადგურების საფრთხის წინაშე. დღეს ასეთ ძალას რუსეთი წარმოადგენს.
საქართველოს არ აქვს პრობლემები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან. ყველაფრის თავი და თავი რუსეთის მიერ კავკასიაში წარმოებული იმპერიალისტური პოლიტიკაა. რუსეთი თავისი ზრახვების განხორციელების მიზნით ურთიერთობას ამყარებს  აფხაზეთთან (რომელსაც მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ ცნობს) და აფხაზებს აძლევს რუსულ პასპორტებს. ამ ეტაპზე კი რუსეთი ოსეთის გამოყენებით ახორციელებს თავის ჰეგემონისტურ პოლიტიკას.
აფხაზეთი ისტორიულად კოლხების სამშობლოა. აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა საკუთარ სახლ-კარს უნდა დაუბრუნდეს და ამ ტკივილს უმოკლეს ხანში ბოლო უნდა მოეღოს.
რუსეთი ღიად ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო კანონებს. გაჩუმება და ხმის არ ამოღება კი ნიშნავს იმას, რომ ჯერ კიდევ ძალაშია ველურობის კანონები.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით, გაიმართოს საერთაშორისო კონფერენცია. საქართველოს სახელმწიფოს ამ მშვიდობიან შეთავაზებას რუსეთი უარით პასუხობს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იგი სისხლისღვრით ცდილობს თავისი იმპერიალისტური პოლიტიკის გატარებას.
საჭიროა რუსეთმა შეწყვიტოს კავკასიაში წარმოებული ჰეგემონისტური პოლიტიკა და გაერომ უფრო აქტიური როლი ითამაშოს კავკასიაში უფრო დიდი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.
ჩვენ თურქეთის ლაზები მხარს ვუჭერთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოძმე ქართველ ხალხს და გვსურს მშვიდობა, მაგრამ თუ რუსეთი განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას, ჩვენ მაყურებლის როლში არ დავრჩებით. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ - ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყველა იმ მოქმედებისა, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

თურქეთის ლაზები (26.08.2004)

ლაზური ენისა და კულტურის დაცვის კავშირ - "ლაზებურას" პრეზიდენტი მუსტაფა ქიბაროღლუ

წყარო: "ლაზებურა.ნეტ" (www.lazebura.com)

ჩვენ, ჟურნალი "ჩვენებური", "ჩვენებური.ნეტ" და "გურჯუჰაბერ.ქომი" მადლიერებას და სიხარულს გამოვხატავთ ჩვენი ძმების, თურქეთის ლაზების ამ სამაგალითო განცხადების გამო. ძალიან მნიშვნელოვანია პრესისთვის გაკეთებული ეს განცხადება. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საბრძოლო მოქმედებებით გარემოცულ მსოფლიოში ამ განხადებას გამოხმაურება მოჰყვება. ჩვენც მოვითხოვთ, რომ რუსეთმა უმოკლეს დროში თავი დაანებოს საქართველოს. და უარი თქვას მე-18 საუკუნის პრინციპზე, რომელიც ითვალისწინებს მეზობლების ტერიტორიების დაპყრობას. რუსეთმა თავი უნდა დაანებოს რეგიონში მცხოვრებ ხალხებს. ვიცით, რომ თუ რუსეთი შეეშვება აქაურობას, რეგიონის ხალხები მშვიდობიან გარემოში იცხოვრებენ.

banner220
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.