2000 ლაზური სიტყვა – ახალი ლაზური ლექსიკონი

თბილისში გამოიცა ახალგაზრდა მეცნიერის თეა კალანდიას მიერ მომზადებული `2000 ლაზური სიტყვა~ (ფაქტიურად ლაზური მცირე ლექსიკონი), რომელიც ეფუძნება ხოფურ დიალექტს. მისი რედაქტორი პროფესორი გურამ კარტოზიაა.

2000 ლაზური სიტყვა – ახალი ლაზური ლექსიკონი

2000 ლაზური სიტყვა – ახალი ლაზური ლექსიკონი

თბილისში გამოიცა ახალგაზრდა მეცნიერის თეა კალანდიას მიერ მომზადებული `2000 ლაზური სიტყვა~ (ფაქტიურად ლაზური მცირე ლექსიკონი), რომელიც ეფუძნება ხოფურ დიალექტს. მისი რედაქტორი პროფესორი გურამ კარტოზიაა.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პირველად გამოდის ლაზური ლექსიკონი (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე მეცნიერი ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა და დღემდე მუშაობს ლექსიკონის სხვადასხვა ვარიანტებზე).


მასალის შეგროვებასა და დადგენაში მონაწილეობა მიიღეს მამულა თანდილავამ და მისმა ოჯახმა, ნოდარ კაკაბაძემ, ავთანდილ აბულაძემ, იაშა და დათო ბაქრაძეებმა, აგრეთვე ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა ომარ მემიშიშმა.  
 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელმა თეა კალანდიამ აღნიშნული მასალა 2004-2005 წლებში სამეცნიერო მივლინებებისას შეაგროვა სოფელ სარფში (საქართველოს მხარეს). იგი ლექსიკონის დახვეწაზე აგრძელებს მუშაობას.

ნაშრომი იმითაცაა აღსანიშნავი, რომ მასში აღნიშნულია ის სიტყვები, რომლებიც ლაზურში თურქულიდან და ბერძნულიდანაა შესული.

94-გვერდიანი ლექსიკონი გამომცემლობა `არტანუჯის~ მიერ დაგეგმილი კოლხური სერიის პირველი წიგნია. სერიის მთავარი რედაქტორი ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ბუბა კუდავა.



2000 Lazuri Sithva (2000 ლაზური სიტყვა)

banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.