რუსი ისტორიკოსის ევგენი ვეიდენბაუმის ნაშრომი “ბათუმიდან ართვინამდე”

2005 წელს გამომცემლობა „არტანუჯმა“ დასტამბა ცნობილი რუსი ისტორიკოსის, კავკასიოლოგის, ბუნებისმეტყველის, ეთნოგრაფის, ბიბლიოგრაფისა და მოგზაურის ევგენი გუსტავის ძე ვეიდენბაუმის (1845-1918 წწ.) ნაშრომი „ბათუმიდან ართვინამდე (მგზავრის ჩანაწერები)“. ე. ვეიდენბაუმის მოგზაურობის დღიური რუსულიდან თარგმნეს მზია ჩხაიძემ და გოჩა საითიძემ; შესავალი, კომენტარები და საძიებლები დაურთო გოჩა საითიძემ.

რუსი ისტორიკოსის ევგენი ვეიდენბაუმის ნაშრომი “ბათუმიდან ართვინამდე”

რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ, 1878 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ე. ვეიდენბაუმმა მოგზაურობა მოაწყო რუსეთის იმპერიის მიერ ახლად შემოერთებულ ქართველი ეროვნების მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, ბათუმში, ციხისძირსა და ართვინში. მოგზაურობის შედეგები იმავე წელს სტატიის სახით დაიბეწდა თბილისში გამომავალ რუსულენოვან გაზეთ „კავკაზში“. 1901 წელს ე. ვეიდენბაუმის მოგზაურობის დღიური სახელწოდებით „ბათუმიდან ართვინამდე (მგზავრის ჩანაწერები)“ შევიდა მის სამეცნიერო ნაშრომების კრებულში „კავკასიური ეტიუდები“.
        ე. ვეიდენბაუმის ნაშრომს, რომელიც აღნიშნული რეგიონის შესწავლისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უძვირფასეს წყაროს წარმოადგენს, გ. საითიძემ დაურთო მესხეთის ისტორიისა და ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ ინფორმაციის შემცველი ნაწყვეტები მეცნიერის კიდევ ერთი ნაშრომიდან „კავკასიის გზამკვლევი“.
ე. ვეიდენბაუმის მოგზაურობის შედეგები შეიძლება რამდენიმე თემატურ ჯგუფში მოექცეს: 1) მან აღწერა ბათუმი, ციხისძირი, ბათუმ-ართვინის გზაზე მდებარე სოფლები, ბორჩხა, ართვინი; 2) აღწერა ამ რეგიონში არსებული ციხე-კოშკები, ეკლესიები და ხიდები; 3) აქვს ძვირფასი დაკვირვებები ადგილობრივ მოსახლეობაში მშობლიური ქართული ენის გავრცელების შესახებ და სხვ.
        ე. ვეიდენბაუმის ნაშრომი დაიბეწდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრასთან არსებული „სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის შემსწავლელი ცენტრის“ (ხელმძღვანელი აკადემიკოსი როინ მეტრეველი) ეგიდით.
banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.