საქართველოში აჰმედ მელაშვილისადმი მიძღვნილი წიგნი გამოვიდა

27 მაისს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში აჰმედ მელაშვილისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოში აჰმედ მელაშვილისადმი მიძღვნილი წიგნი გამოვიდა

 27 მაისს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში აჰმედ მელაშვილისადმი მიძღვნილი წიგნიპრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა 1 წლის განმავლობაში მზადდებოდა, იგი 180 გვერდსა და 100-ზე მეტ ფოტოს მოიცავს. წიგნის ავტორმა, ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ ნაშრომის მოსამზადებლად თურქეთის რესპუბლიკაში სამჯერ იმოგზაურა, შეხვდა და ინტერვიუები ჩაწერა აჰმედ მელაშვილის მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, თანამებრძოლებთან. 

        წიგნში მოგონებებთან ერთად შესულია ის უნიკალური დოკუმენტები და საარქივო მასალები რომლებიც ავტორმა საქართველოში, თურქეთსა და ევროპაში მოიძია. წიგნში განსაკუთრებითაა ხაზგასმული რომ აჰმედ მელაშვილი მართალია უანგაროდ და თავდადებულად ემსახურა ისტორიული სამშობლოს სიყვარულს, მაგრამ ამასთანავე თურქეთის გამორჩეული პატრიოტი იყო. 

        გიორგი კალანდიას წიგნი “აჰმედ მელაშვილი- ჩვენებურთა ბელადი” არის პირველი ნაშრომი რომელიც სრულყოფილად ასახვას დიდი მოღვაწის თავგადასავალს და შემოქმედებით ბიოგრაფიას.

        წიგნის პრეზენტაციასთან ერთად 27 მაისს დიასპორას დღეს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა გამოფენა “ქართული დიასპორა”, რომელზეც წარმოდგენილი იყო სახვადასხვა მუზეუმებში დაცული უნიკალური ფოტო მასალა მსოფლიოში ქართველთა კულტურული მოღვაწეობის შესახებ. გამოფენასა და პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის წევრები და მსოფლიოს 25 ქვეყნაში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლები

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.