ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთთინ ქოჯამ, სამეცნიერო კომიტეტის სხდომის შემდეგ კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ბოლო მონაცემების მიხედვით, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ჩინეთიდან ახალი წამალი ჩამოიტანეს, ასევე -  „განსაკუთრებით ინტენსიური თერაპიის მქონე პაციენტებში, წამლის მოხმარება შემცირდა 11 ან 12 დღიდან 4 დღემდე, ეს წამალი ამ დილით საკმაო რაოდენობით ჩინეთიდან ჩამოვიტანეთ“- განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება ქუჩაში გასვლის აკრძალვის თაობაზე მინისტრმა განაცხადა: „ ჩვენ ვართ იმ პერიოდში, როდესაც ყველამ ინდივიდუალურად უნდა ვიბრძოლოდ. ყველამ თავისი, პირადი, საგანგებო მდგომაეობა უნდა გამოაცხადოს. ამის გამოცხადება მაინცდამაინც სახელმწიფოსგან არ არის საჭირო“.

0

პოლიციამ ძებნაში მყოფი სამი ტერორისტი დააკავა

ძებნაში მყოფი სამი ტერორისტი დაკავებულია.

პოლიციამ ძებნაში მყოფი სამი ტერორისტი დააკავა
01 Eylül 2016 Perşembe 17:02

თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი სამი პირი - თალჰა გუნეში, აბდულმუთალიფ დემირი და გამზე დემირი დაკავებულია. როგორც ცნობილია, გამზე დემირი  იუნუს დურმაზის დაა, რომელმაც  ერთ-ერთი ტერორისტული აქტის დროს თავი აიფეთქა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამივე ეჭვმიტანილი საპატიმროში გადაიყვანეს.
 
2015 წლის 5 ივნისს, თურქეთში, ისლამისტების პირველ აფეთქებაში ეჭვმიტანილი - ორჰან გონდერი, მომხდარის შემდეგ გაზიანთეფში დააპატიმრეს. მოგვიანებით, სურუჩში, ანკარაში, სტამბოლსა და გაზიანთეფში  მომხდარი მოვლენების ორგანიზატორი და მეთაური კი, იუნუს დურმაზი აღმოჩნდა.
2015 წლის 14 ნოემბერს ტერორისტმა ჰალილ იბრაჰიმ დურგუნმა ანკარაში თავი აიფეთქა. ტერორისტთა სიაში წითელი კოდით ძებნილმა იუნუს დურმაზმა 19 მაისს ნაღმის აფეთქებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  მისი ძმა კი, რომელიც ცისფერი კოდით იძებნებოდა,  პოლიციამ დააპატიმრა.

გავრცელედა ინფორმაცია, რომ გაზიანთეფის პოლიციაზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი - თალჰა გუნეში, რომლის გასამრჯელოც შეადგენს 300 000 თურქულ ლირას, კიდევ ერთ ტერორისტთან ერთად, რომლის ჰონორარიც 600 000 თურქული ლირაა,  აბდულმუთალიფ დემირის სოფელში იმყოფებოდა. პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად დადგინდა, რომ ტერორისტული დაჯგუფების ქიმიკოსი და ბომბდამშენი - თალჰა გუნეში, აბდულმუთალიფ დემირთან ერთად მოქმედებდა. ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ ტერორისტები გამზა დემირთან ერთად კიდევ ერთ აფეთქებას გეგმავდნენ, თუმცა ინჯილიქაიას უბნის ოპერაციის შედეგად, პოლიციამ ტერორისტების დაპატიმრება შეძლო.

პოლიციამ სახლში, სადაც ტერორისტები იმყოფებოდნენ, 20 კილო ტრინიტროტოლუოლი, 1 ასაფეთქებლად გამზადებული ყუმბარა, 3 ხელყუმბარა, 1 გლოქის მარკის იარაღი, 385 ვაზნა, ყუმბარის დასამაზადებლად საჭირო ნივთიერებები, 5 პატრუქი და სხვა ასაფეთქებელი საშუალებები აღმოაჩინა.
 
პოლიციის მიერ დაკავებული სამივე ეჭვმიტანილი, რომლებიც 20 დღის განმავლობაში იძებნებოდნენ, გუშინ, სასამართლოს გადაწყვეტილებით საპატიმროში გადაიყვანეს.
 
დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.