ვგმობთ გაზეთ „საბაჰის“ ქმედებებს

გაზეთი იქცა იმ რეჟიმის რუპორად, რომელმაც ასიათასობით ქართველი განდევნა საკუთარი სახლებიდან. ამ რეჟიმს ცნობს მხოლოდ რუსეთი და ორიოდე ბანანის რესპუბლიკა, რომლებსაც რუკაზეც ვერ იპოვით. ისინი ცდილობენ თურქეთსა და თურქ ხალხს თავს მოახვიონ დეზინფორმაციული ხასიათის ცნობები. გაზეთი „საბაჰი“ ეწევა იოდეოლოგიური პოლიტიკის პროპაგანდას, რომელმაც გამოიწვია ასიათასობით ქართველის განდევნა და 200 ათასიანი აფხაზეთის მოსახლეობა 60 ათასამდე შეამცირა. 

ვგმობთ გაზეთ „საბაჰის“ ქმედებებს

რის მიღწევას ცდილობს გაზეთი „საბაჰი“ „საბაჰ აფხაზეთის გაზეთის“ საშუალებით, როდესაც არ ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთისა ქართველების პოზიციას?
 
გაზეთი „საბაჰი“ არის გამომცემლობა, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ თურქეთის ეროვნული გაზეთია. მან ცოტა ხნის წინ, 10 ნოემბერს გამოსცა დამატება, რომელიც ეძღვნება ოკუპაციის ქვეშ მყოფ საქართველოს რეგიონს - აფხაზეთს.
 
საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში რუსეთმა, რომელსაც სურდა საქართველოს საკუთარი გავლენის ქვეშ შენარჩუნება, საქართველოს აფხაზეთის რეგიონში წაახალისა ეთნიკური ნაციონალიზმი. მან იგივე გააკეთა აზერბაიანში, კერძოდ ყარაბაღში. ამან გამოიწვია ომები, რასაც მოყვა გენოციდი და დიდი ტკივილი ამ ორ რეგიონში. აფხაზეთში ქართველები, ხოლო ყარაბაღში აზერბაიჯანელები ეთნიკური წმენდი ფაქტის წინაშე დადგნენ. ეუთომ 1998 წელს აღიარა აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ მოწყობილი ეთნიკური წმენდა და 2006 წლის ჰააგის სამხედრო დანაშაულებების სასამართლომ საქართველოსგან მოითხოვა დოკუმენტები აღნიშნულ საკითხზე. გაეროს გენერალურმა საბჭომ 2008 წლის 15 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ცნო აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი ეთნიკური წმენდა და აღიარა, რომ იძულებით გადაადგილებული პირები უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს.
 
ქართველების ტკივილი ჯერაც არ განელებულა. საერთაშორისო არსენაზე მათი იურიდიური ბრძოლა დღემდე გრძელდება. ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელება გულის სიღრმეში შეძრავს თურქეთს და თურქეთში მცხოვრებ მილიონობით ქართველს.   

გაზეთი იქცა იმ რეჟიმის რუპორად, რომელმაც ასიათასობით ქართველი განდევნა საკუთარი სახლებიდან. ამ რეჟიმს ცნობს მხოლოდ რუსეთი და ორიოდე ბანანის რესპუბლიკა, რომლებსაც რუკაზეც ვერ იპოვით. ისინი ცდილობენ თურქეთსა და თურქ ხალხს თავს მოახვიონ დეზინფორმაციული ხასიათის ცნობები. გაზეთი „საბაჰი“ ეწევა იოდეოლოგიური პოლიტიკის პროპაგანდას, რომელმაც გამოიწვია ასიათასობით ქართველის განდევნა და 200 ათასიანი აფხაზეთის მოსახლეობა 60 ათასამდე შეამცირა. 
 
თურქეთი არასოდეს დათანხმდება სეპარატიზმს, რომელსაც საუკეთესო ურთიერთობები აქვს საქართველოსთან. პრესის საშუალებით საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ამ შეტევაზე თვალს არავინ დახუჭავს, ვერცერთი ჭკუათმყოფელი ქართველი ვერ დაეთანხმდება ამ ყველაფერს.
 
აღნიშნული განცხადება დაიწერა თურქეთის ქართველების მიერ დაარსებული ფონდების, საზოგადოებებისა და აქტივისტების მიერ. იგი გამოხატავს საერთო რეაქციას და გაეგზავნა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაზეთ „საბაჰს“ და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს.
 
მასზე რეაქცია გამოხატეს შემდეგმა ორგანიზაციბმა:
 
- თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდმა - სტამბოლი
- ბეიქოზის ბათუმისა და მისი  შემოგარენის ქართველთა კულტურული თანამშრომლობის საზოგადოებამ - სტამბოლი
- ბურსას ბათუმისა და მისი  შემოგარენის ქართველთა კულტურული თანამშრომლობის საზოგადოებამ -  ბურსა
გოლჯუკის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის საზოგადოებამ - გოლჯუკი
- Gurcu.Org-ის ვებ-გვერდმა
- ქართული კულტურის სახლის საზოგადოებამ - სტამბოლი
- ქართული კულტურის ცენტრმა - სტამბოლი
- ქართული ხელოვნების ცენტრმა - სტამბოლი
- სოფ. ჰაირიეს ქართული კულტურისა და ტურიზმის საზოგადოებამ - ინეგოლი
- ჰენდექის ბათუმისა და მისი  შემოგარენის ქართველთა კულტურული თანამშრომლობის საზოგადოებამ - საქარია
- ინეგოლის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის საზოგადოებამ - ინეგოლი
- იზნიკის ბათუმის კულტურული საზოგადოებამ - იზნიკი
- ორჰანგაზის კავკასიური კულტურული საზოგადოებამ - ორჰანგაზი
- ქოჯაელის ქართულ-კავკასიური კულტურის საზოგადოებამ - ქოჯაელი
- სოფ. მურათბეის ქართული კულტურის შენარჩუნებისა და თანადგმის საზოგადოებამ - ინეგოლი
- უნიე, აჭარა ქართული მეგობრებთა და კულტურის საზოგადოებამ

ოქტომბრის თვეში თურქეთის ოფიციალური წრეების ზოგიერთმა წარმომადგენელმა და ჟურნალისტთა კავშირის წევრებმა განახორციელეს ვიზიტები, რითაც არაფრად ჩააგდეს დევნილი მოსახლეობის საერთაშორისო არენაზე აღიარებული უფლებები. ჩვენს მიერ გამოხატული შეშფოთების შემცველი წერილები დაეგზავნათ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თურქეთელი ქართველების წერილები შეშფოთების შემცველი წერილები გაეგზავნათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და საქართველოს საელჩოს თურქეთის რესპუბლიკაში.

გაზეთ „საბაჰი“
 


Etiketler; #საქართველო #რუსეთი #გაზეთი „საბაჰი #აფხაზეთი #თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდმი #ბეიქოზის ბათუმისა და მისი  შემოგარენის ქართველთა კულტურული თანამშრომლობის საზოგადოება #ბურსას ბათუმისა და მისი  შემოგარენის ქართველთა კულტურული თანამშრომლობის საზოგადოება #Gurcu.Org-ის ვებ-გვერდი #ქართული კულტურის სახლის საზოგადოება #ქართული კულტურის ცენტრი #ქართული ხელოვნების ცენტრი #სოფ. ჰაირიეს ქართული კულტურისა და ტურიზმის საზოგადოება #ჰენდექის ბათუმისა და მისი  შემოგარენის ქართველთა კულტურული თანამშრომლობის საზოგადოება #ინეგოლის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის საზოგადოება #ქოჯაელის ქართულ-კავკასიური კულტურის საზოგადოება #სოფ. მურათბეის ქართული კულტურის შენარჩუნებისა და თანადგმის საზოგადოება #იზნიკის ბათუმის კულტურული საზოგადოება #ორჰანგაზის კავკასიური კულტურული საზოგადოება #გოლჯუკის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის საზოგადოება

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.
Avatar
თეიმურაზ გვანცელაძე, აფხაზოლოგი, პროფესორი - 7 yıl უკან
ვეთანხმები წერილის შინაარსს! გაზეთ "საბაჰის" ქმედება ხელს არ უწყობს თურქეთ-საქართველოს კეთილ ურთიერთობას! ეს იგივეა, ქართულმა, ან სხვა ქვეყნების გაზეთებმა რომ მხარი დაუჭირონ სეპარატისტულად განწყობილი ქურთების პოზიციას! იმედია, გაზეთის გამომცემლები მიხვდებიან, რას აფუჭებს ასეთი საქციელი და ბოდიშსაც მოიხდიან საქართველოს წინაშე.
P.S. ტექსტში მცირედი უზუსტობაა: წერია, რომ აფხაზეთში 200 ათასი მცხოვრებიდან მხოლოდ 60 ათასი კაცი დარჩა. უნდა ეწეროს, რომ 1992 წლამდე აფხაზეთში 240 ათასი ქართველი ცხოვრობდა და ისინი მხარის მთელი მოსახლეობის 45% იყვნენ, ახლა კი აფხაზეთში მხოლოდ 60 ათასამდე ქართველი დარჩა.
Avatar
ქართველი. - 7 yıl უკან
ეს როგორც ასავალ დასავალია ეგეთი გაზეთი იქნება დაფინანსებული რუსი ღორებისგან