ცნობილი მომღერალი ბაიარ შაჰინი და მისი სამი ანგელოზი ქუთაისის სცენაზე


პროფ. ტარიელ ფუტკარაძე

პროფ. ტარიელ ფუტკარაძე

25 Ocak 2010, 13:55

ცნობილი მომღერალი ბაიარ შაჰინი  და მისი სამი ანგელოზი  ქუთაისის სცენაზე

პროფ. ტარიელ ფუტკარაძე


2010 წლის დასაწყისი საქართველოსთვის ნამდვილი "ვარსკვლავთცვენით" დაიწყო:
საახალწლო კონცერტები გამართეს მსოფლიოში ცნობილმა ვარსკვლავებმა, საქართველოს რჩეულმა მომღერლებმა  და სხვადასხვა ქვეყნაში მოღვაწე წარმოშობით ქართველმა მომღერლებმა.

ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და სიმბოლური იყო ბათუმსა და ქუთაისში ჩატარებული კონცერტები: ბათუმლებს საახალწლო ღამე გაუნათეს ლეგენდარულმა ესპანელმა ტენორმა ხოსე კარერასმა,  მსოფლიო რანგის ქართველმა ვარსკვლავებმა: ნინო სურგულაძემ, ლადო ათანელმა, მარიკა გულორდავამ, გია ონიანმა და სხვებმა. ქუთაისს საახალწლო განწყობა ზეიმად უქციეს თურქეთის მოქალაქეებმა: წარმოშობით ეთნიკურად ქართველმა ბაიარ შაჰინ-გუნდარიძემ და მისმა უმშვენიერესმა ქალიშვილებმა; სწორედ მათმა მრავალწახნაგოვანმა კონცერტმა გადამაწყვეტინა, რომ ჩემი ემოცია გავუზიარო ქართველ და თურქ მკითხველს.
ბაიარ შაჰინ-გუნდარიძე ბორჩხაში (მაჭახელში) - თურქეთის რესპუბლიკის იმ მხარეში - დაიბადა, სადაც ავტოქთონი ქართველები ცხოვრობენ.  თურქეთი ის იშვიათი ქვეყანაა, სადაც ქართველები სახელმწიფოსადმი დიდი პატრიოტიზმით და ამავე დროს, თავიანთი ეთნიკური კულტურის დაცვით გამოირჩევიან. ბაიარ შაჰინ-გუნდარიძე თურქეთის ქართულენოვან სოფელში ეზიარა გარესამყაროს და მისი, როგორც მომღერლის ნიჭი გაიშალა თურქული და ქართული კულტურების ჰარმონიული შერწყმით. ბაიარის მუსიკალური შემოქმედება ერთნაირად ახლობელია როგორც თურქი, ასევე ქართველი მსმენელისთვის; ბაიარი, როგორც შემოქმედი წრფელ ველს ქმნის ქართველი და თურქი ხალხების, საქართველოსა და თურქეთის ძმური თანაარსებობისათვის.

სწორედ ბაიარის ფენომენმა განაპირობა უჩვეულო ფაქტი: ქუთაისში გამართულ  საახალწლო კონცერტს უამრავ მსმენელთან ერთად დაესწრნენ მეზობელი ქვეყნების ოფიციალური პირებიც: საქართველოს მხრიდან იმერეთის მხარისა და ქალაქ ქუთაისის  ხელმძღვანელები, ხოლო თურქეთის მხრიდან - ართვინის მხარისა და ქალაქ ართვინის ხელისუფლების პირველი პირები. პირადად ჩემთვის სასიამოვნო იყო ართვინის მხარის გუბერნატორის - ბატონი მუსტაფა იელმიჰალიოღლუს, ართვინის პარლამენტის გენერალური მდივნის - ჩეთინ დემირკაიასა და სხვა ართვინელი სტუმრების მასპინძლობა.

საქართველო რუსეთთან საომარ მდგომარეობაშია; ამ ფონზე საქართველო-თურქეთის კეთილმეზობლობასა და ახლო სამეცნიერო-კულტურულ ურთიერთობას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნების მომავალი უფრო მჭიდრო იქნება; ამის საფუძველს იძლევა ბაიარ-შაჰინის სამი ქალიშვილის - სამი უნიჭიერესი ახალგაზრდა მომღერალის - დამლას, იუდუმისა და თამარის შთამბეჭდავი გამოსვლა ქუთაისის საახალწლო სცენაზე: ცნობილი მამის გვერდით შესრულებული მათი ქართულენოვანი და თურქულენოვანი სიმღერები ქართველი მსმენელის მეხსიერებაში დარჩა როგორც გვირგვინი ქართველი და თურქი ხალხების ერთობლივი საახალწლო ზეიმისა.

ბაიარ შაჰინი

ბაიარ შაჰინი

კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.