თბილისში მომხდარის შესახებ

სტამბოლის რესპუბლიკური სახალხო პარტიის ყოფილმა დეპუტატმა და პროკურორმა ალი ოზგუნდუზმა, 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ბრალდებულების, ,,სამხედრო ძალების იმამად“ წოდებული - ადილ ოქსუზისა და ასევე ყოფილი პროკურორის - ზექერია ოზის საქართველოს ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში დააპატიმრება განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით ზექერია ოზის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია, მაგრამ ცნობილია, რომ ადილ ოქსუზი თბილისში იქნა ნანახი.

სურათები გადაუღეს
ამ საკითხთან დაკავშირებით ალი ოზგუნდუზმა შემდეგი განცხადება გააკეთა: ,,ოზი და ოქსუზი, ბათუმში ერთ-ერთ რესტორანში ყოფილან და საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ წასულიყვნენ ამერიკაში. მათი საუბრით ერთ-ერთი თურქეთის მოქალაქე დაინტერესებულა და როცა შეიტყო მათი ვინაობა, სურათები გადაუღია და ბათუმში არსებულ თურქეთის საელჩოსათვის უცნობებია. გენერალურ საკონსულომ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყბონინა, კერძოდ გადასცა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები იძებნებიან და მათი დაპატიმრება და თურქეთში დაბრუნება მოითხოვეს. ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა მოხელე ინფორმირებულია და საქართველოს ხელმძღანელობასთან ურთიერთობა კვლავ გრძელდება“.
 
დაკავების შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოზის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება, ხოლო რაც შეეხება ოქსუზს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი თბილისში იქნა ნანახი, ხოლო მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.
FETÖ-ს ,,საჰარო ძალების იმამად“ წოდებული ადილ ოქსუზის დაკავების კადრები, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ღამეს გადატრიალებაში მონაწილე ჯარისკაცების დაკავებსათან ერთად გავრცელდა, თუმცა დაკავების შემდეგ გათავისუფლებული ადილ ოქსუზი კვლავ იძებნება.
 
 
Daha Fazla Haber