ქართული კალიგრაფია

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაცია „წამი“ ატარებენ კონკურსს „ქართული კალიგრაფია“, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ხელით წერის კულტურის განვითარება და მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.

კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების V-XII კლასის მოსწავლეები.

კონკურსი „ქართული კალიგრაფია“ სამ ტურად ტარდება, მონაწილეთა ნამუშევრების შეფასებას უზრუნველყოფს კვალიფიციური ჟიური, გამარჯვებული გამოვლინდება სხვადასხვა ნომინაციაში.

მოსწავლეთა მიერ შექმნილი საუკეთესო კალიგრაფიული ნიმუშები გამოიფინება პროფესიონალ კალიგრაფთა ნამუშევრებთან ერთად და შეინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

Daha Fazla Haber