პროტესტი რუსეთს

ჩვენ თურქეთში მცხოვრები ქართველები და ქართველთა მეგობრები, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, შაბათს ვაპროტესტებთ დღევანდელ დღეს საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციას და ამ ტერიტორიების ეთნიკურ წმენდას.

2008 წლის Aაგვისტოს თვეში რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, სისხლისმღვრელი ომის დასაწყისიდან მეორე წელს გაიმართება ჩვენი საპროტესტო აქცია სტამბულში, რუსეთის გენერალური საკონსულოს წინ 15.00 საათზე. 

წაკითხული იქნება მასმედიისთვის საპროტესტო ტექსტი, მასმედიას და ყველა თურქეთში მცხოვრებ ადამიანს ვისაც სურვილი აქვს მხარი დაუჭიროს საქართველოს, ვეპატიჟებით საპროტესტო აქციაზე.

საქართველოს მხარდაჭერის პლატფორმა

მისამართი: სტამბული, რუსეთის გენერალური საკონსულო, ტაქსიმი,
თარიღი: 7 აგვისტო 2010 წელი  
საათი: 15.00 საათი

Daha Fazla Haber