აშელა

აშელა

                                                                              აშელა

        რომანისტმა ზუჰალ ქუიაშმა გამოსცა ახალი რომანი, რომელშიც ასახულია ერთი საუკუნის წინანდელი ტრაპიზონისა და მისი შემოგარენის ქართველთა ურთიერთობა სხვა ხალხებთან, მაშინდელი ტრადიციები, იმ პერიოდის ხეობების მმართველობითი სისტემა; წიგნში ასევე დაწვრილებითაა აღწერილი 1877 წელს დაწყებული რუსეთ-ოსმალეთის ომი. და ყველაფერი ეს ხდება ლამაზი, სასიყვარულო ამბის პარალელურად. 
        თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ჩვენში არც თუ ისე ბევრია ისტორიული რომანი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზუჰალ ქუიაშის ნაწარმოები ნაწილობრივ შეავსებს ამ ვაკუუმს.
        გირჩევთ წაიკითხოთ ეს წიგნი.

ნაწარმოების დასახელება: აშელა
მწერალი: ზუჰალ ქუიაში
გამომცემლობა: "ქაინაქ იაინლარი"

Daha Fazla Haber