ტერორისტული თავდასხმა თურქეთში

აფეთქების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა.

თურქეთში,  გაზიანთეფის პროვინციაში, 20 აგვისტოს ღამით, ქორწილის დროს ძლიერი აფეთქება მოხდა. 

აფეთქების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა. 

თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები აფეთქებას ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს უკავშირებენ, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

გაზიანთეფი სირიის საზღვართან 64 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.
Daha Fazla Haber