თურქეთი: სირიის საზღვარი სრულად უნდა გაიწმინდოს

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ საზღვარი სირიასთან ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებებისგან სრულად უნდა გაიწმინდოს.

მთავრობის განცხადებით, ქვეყნის სამხრეთში მომხდარ თავდასხმაზე ე.წ ისლამური სახელმწიფოა პასუხისმგებელი.

ტერაქტი შაბათს ღამით ქალაქ გაზიანთეფში  მოხდა. ქორწილის დროს ბომბის აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასამდე დაიჭრა.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ამგვარი თავდასხმების მიზანია კონფლიქტის გაღვივება ეთნიკურ და რელიგიურ საფუძველზე.

გაზიანთეფი სირიის საზღვრიდან 64 კილომეტრზე მდებარეობს.
Daha Fazla Haber