,,ქალანდარის სიცივე“ ოსკარზე წარადგინეს

მუსთაფა ქარას ფილმი - ,,ქალანდარის სიცივე“ ოსკარზე წარსადგენად აირჩიეს.


კულტურისა და ტურიზმის სამინისტროში, კინომცდონეებისაგან შემდგარი კომისიის გადაწყვეტილებით, ამერიკაში, ოსკარის 89-ე ცერემონიაზე, უცხოური ფილმების ნომინაციაში თურქეთის კანდიდატი გამოვლინდა.

კომისიამ, რომელმაც 9 ფილმი განიხილა, უპირატესობა მუსთაფა ქარას - ,,ქალანდარის სიცივეს“  მიანიჭა.
 
ფილმი, რომლის სცენარზეც მუსთაფა ქარამ და ბილალ სერთმა ერთობლივად იმუშავეს, ადამიანურ განსაცდელზე მოგვითხრობს, რომელსაც სარჩულად პიროვნეისა და ბუნების ურთიერთობა უდევს.

ოსკარზე წარდგენილ ფილმში ჰაიდარ შიშმანი, ნურაი იეშილარაზ, ჰანიფე ქარა და იბრაჰიმ ქუვვეთი მონაწილეობენ.
 
Daha Fazla Haber