Tarayıcınız HTML 5 videolarını desteklemiyor.

თურქეთში მოღვაწე ქართველ ექიმს „საუკუნის ექიმის“ წოდება მიანიჭეს

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის მიერ საქველმოქმედო ღონისძიება „ ექიმები ექიმებისთვის და მეგობრები ექიმებისთვის“ 21 ოქტომბერს გაიმართა. ექიმთა ლიგამ გადაწყვეტილება კანდიდატების მიერ წლის მანძილზე განხორციელებული სამუშაოსა და მიღწევების მიხედვით შეაფასა. „საუკუნის ექიმის“ წოდება ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის „BAU“ -ს რექტორსა და საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს ისმეთ დინდარს მიენიჭა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად თრქეთში მოღვაწე ქართველ ექიმს, ისმეთ დინდარს, „საუკუნის ექიმის“ წოდების მინიჭება მიულოცა.

„მინდა მივულოცო ეს საპატიო ჯილდო. ისმეთ დინდარი არის პიროვნება, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ის განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ პაციენტებს, რომლებიც სამკურნალოდ თურქეთში მიდიოდნენ. ჩართულია ძალიან ბევრ პროექტში , რომელიც ემსახურება სახალხო დიპლომატიას. მასთან ურთიერთობა წლებია მაკავშირებს. მან ხელი შეუწყო აჭარაში უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო კლინიკის ჩამოყალიბებას. ვფიქრობ, მისი ხელშეწყობითა და დახმარებით არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება.“-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიებას, რომელიც თურქეთის საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა, თურქეთის გენერალური კონსული აჭარაში იასინ თემიზქანი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ბაუს სამედიცინო კლინიკის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სტუმრებმა ცნობილ ექიმს დაჯილდოება მიულოცეს, პროფესიული წინსვლა უსურვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის მიერ საქველმოქმედო ღონისძიება „ ექიმები ექიმებისთვის და მეგობრები ექიმებისთვის“ 21 ოქტომბერს გაიმართა . ღონისძიებას თბილისში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ამიერკავკასიის მასშტაბით მოღვაწე ასეულობით ექიმი ესწრებოდა. ექიმთა ლიგამ გადაწყვეტილება კანდიდატების მიერ წლის მანძილზე განხორციელებული სამუშაოსა და მიღწევების მიხედვით შეაფასა. „საუკუნის ექიმის“ წოდება ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის „BAU“ -ს რექტორსა და საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს ისმეთ დინდარს მიენიჭა. იგი ორი წელია ბათუმში ცხოვრობს და სამედიცინო მოღვაწეობას ეწევა.

http://premiumi.ge
Daha Fazla Haber