23-ე მსოფლიო ენერგო კონგრესი დასრულდა

23-ე მსოფლიო ენერგო კონგრესი, რომელიც სტამბოლში გაიმართა, დასრულდა.

23-ე მსოფლიო ენერგო კონგრესი დასრულდა

23-ე მსოფლიო ენერგო კონგრესი, რომელიც სტამბოლში გაიმართა, დასრულდა.

კონგრესმა  სამი ათას დელეგატს უმასპინძლა, რომელთაგანაც 250 სიტყვით გამოვიდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა მინისტრებმა, აკადემიკოსებმა და სპეციალისტებმა, ენერგეტიკის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. კონგრეს ესწრებოდა თურქეთის პრეზიდენტი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

ერდოღანი რუსეთის, ვენესუელის, აზერბაიჯანისა და ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა ორ უმნიშვნელოვანესსა და საერთაშორისო დონის შეთანხმებას.

ცერემონიაზე, რომელსაც პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად რუსეთის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა, ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთის ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროპაზე მიწოდების შესახებ.

მეორე შეთანხმება თურქეთსა და ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკას შორის გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ხელი მოეწერა თურქეთსა და ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკას შორის ელექტროგადაცემის ხაზის შექმნის შეთანხმებას.

მესამე დღეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა - პან გი მუნიმ, ვიდეო კონფერენციის საშუალებით, სათანადო მადლობა მოახსენა მსოფლიო ენერგო საბჭოს, მდგრადი განვითარების საკითხში განხორციელებული სამუშაოებისათვის.

banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.