პირველი ჯილდო სამუზეუმო სივრცეში

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმმა პირველად სამუზეუმო სივრცეში დააწესა უმაღლესი სამუზეუმო ჯილდო “ბროლის აპოლონი” – რომლითაც ყოველ წელს იგი 10 ადამიანს დააჯილდოვებს.

პირველი ჯილდო სამუზეუმო სივრცეში

2009 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ნიკოლოზ რურუას ხელმოწერილი მადლიერების სიგელით 10° საზოგადო მოღვაწე დააჯილდოვდა, მათ შორის იყო ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა, ქართული ნაციონალური ბალეტის გენერალური დირექტორი ნინო სუხიშვილი, კომპანია ჯეოსელის გენერალური დირექტორი ოსმან თურანი, საქართველოს მუზეუმთა ასოციაციის ხელმძღვანელი ინგა ქარაია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი კოორდინატორი ლიკა მამაცაშვილი, ძველი თბილისის რაიონის გამგებელი დავით ავალიანი, გამგეობის თანამშრომელი ბესარიონ ჯიმშელაძე, კომპანია “ქუი ბალანსის” დამფუძნებელი ფერჰათ აიარჯი, ქართულ-თურქული საიტის “ჩვენებური. ნეტ”-ის ხელმძღვანელი ერდალ ქუჩუკი და თურქეთში მოღვაწე ქართველი ნიჰათ ოზდერი.

უმაღლესი სამუზეუმო ჯილდო დამზადებულია მთის ბროლისაგან, მასზე გრავირებულია ხელოვნების მფარველი, მადლიერების ღმერთი აპოლონი (ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, აპოლონი, მუსიკის, ხელოვნებისა და პოეეზის მუზათა მფარველი ღვთაებაა)

დაჯილდოვების ცერემონიალს სისტემატური სახე ექნება, შემდეგ წელს იგი თეატრალიზებული სახით გაიმართება.

ერდალ ქუჩუქის სიგელი
ნიჰათ ოზდერის სიგელი

banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.