ქართული ფოლკლორის საღამო სტამბულში -1-

ქართული ფოლკლორის საღამო სტამბულში -1-

ქართული ფოლკლორის საღამო სტამბულში -1-

ქართული ფორკლორის საღამო სტამბულში 2004 წლის 12 აპრილს SES თეატრის წინ ბევრი ხალხია შეკრებილი. მათი უმეტესობა ჩვენებურია ანუ თურქი ქართველები. მომსვლელთა ნაკადი არ წყდება, ნაცნობები ერთმანეთს ესალმებიან. თეატრში ქართული მუსიკის პიონერები ბაიარ შაჰინის კავკასიურ მუსიკის ანსამბლი და ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლი მაჭახელა ერთობლივ კონცერტს მართავენ. პირველ ოფიციალურ წარმოდგენამდე წუთებიღა დარჩა. ქართველთა ნაწილი ღეატრის შენობაშიც შეკრებილა და თავს გულთბილი საუბრით იქცევს. ქართულ კულტურაზე შეყვარებული ადამიანები დიდი მღელვარებით ელიან კონცერტის დაწყებას. ასეთი კონცერტი სტამბულის ისტორიაში პირველად ტარდება. რამდენიმე ადგილობრივი ტელეკომპანიის ჟურნალისტები ტელეკამერებს უკანასკნელედ ამოწმებენ გადაღებისათვის. სცენაზეა იბერია ოზგან მელაშვილის დაარსებული ანსამბლი `მაჭახელა~ _ თბილისის ხალხური სიმღერების გამარჯვებული. ქართულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ანსამბლის წევრები მაყურებლის ოვაციების ფონზე ჩაკრულოს ასრულებენ. ამის შემდეგ სცენაზე ამოდის ქართული მუსიკის ლეგენდარული სახე იბერია ოზგან მელაშვილი და აცხადებს მაჭახელას რეპერტუარის მეორე სიმღერას ნანე ნავდა (ნანინავ და). ქართული ფოლკლორული მოტივებით საგანგებოდ მორთულ სცენაზე ანსამბლი ნანე ნავდას მღერის. პარალელურად ეკრანზე ჩანს კადრები დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც მაჭახელას სასცენო შემოქმედებას ეძლევა. თურქეთში მცხოვრებ ქართველებს წინაპართა მრავალსაუკუნოვანი ჰანგების გაგონება სიამაყით ავსებს. მაყირებელთაგან, ვინც ქალაქ ართვინიდანაა ან კიდევ უშუალოდ მაჭახელადან, აღტაცებით და დანანებით ისმის: `ვაი ჩემო ლამაზო ქვეყანავ! თურქეთში ქართული მუსიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კორიფე კავკასიური მუსიკის ანსამბლია. ისტორიული თეატრის ლოჟები და ბალკონები სავსეა ჩვენებურებით, რომლებიც ოვაციებით ხვდებიან კავკასიური მუსიკის ანსამბლის სიმღერა შამილს.

გაფფარ ილმაზი (ქათამაძე)






კონცერტზე მოსული ჩვენებურები

banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.