სტამბოლში „ქართული კულტურის სახლი“ დაფუძნდა

თურქეთის ქართველების, „ჩვენებურის“ ჯგუფი 2000 წლის 5 სექტემბერს ჩამოყალიბდა. (www.chveneburi.net) ამ ჯგუფის წევრების მუშაობის შედეგად, 2010წ. 5 ნოემბერს დაფუძნდა „ ქართული (ჩვენებური) კულტურის სახლი საზოგადოება“. ეს ახალი საზოგადოება მდებარეობს ქ. სტამბოლში, მეჯიდიეკოის უბანში.

სტამბოლში „ქართული კულტურის სახლი“ დაფუძნდა

ქართული კულტურის სახლი  მიზნად ისახავს ჩვენებურებისკულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის შემდეგი საქმიანობის განხორციელებას:

- ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნება,  ამ ენაზე არსებული ფოლ-კლორის, ლიტერატურის კვლევა და პოპულარიზაცია;

- ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების სა-ფუძველზე განათლების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ტურიზმის, ჯან-დაცვის, სპორტის, ეკონომიკის, ბუნების დაცვის და სხვა სფეროებში ადამიანის შესაძლებლობების სრულყოფილი გამოვლენისათვის ხელის შეწყობა. ამ მიზნით კულტურული, საგანმანათლებლო და სოციალური მიმართულების ინიცია-ტივებისა და პროექტების განხორციელება;

- თურქეთ-საქართველოს შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისათვის, ამ მიმართულებით მოღვაწე პიროვნებებისა და ორგანიზაციებისათვის დახმარება და მათთან ერთობლივი საქმიანობა;

- ენის, კულტურის, ხალხური შემოქმედების ნიმუშების, მუსიკის, ფოლკლო-რის და ხალხური ცეკვის სფეროში კვლევითი, საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოება, კულტურის შემსწავლელი ჯგუფების ჩამოყალიბება, გამოფენების, კონ-ცერტების, კონფერენციების მოწყობა, ბეჭდვითი, სატელევიზიო და ელექ-ტრონული მედია საშუალებების შექმნა;

ქართული კულტურის სახლი  თურქეთის სხვადასხვა რეგიონში მცხო-ვრები ქართველებისა და საქართველოს მეგობრებისაგან შემდგარ საზოგადოებრივ გაერთიანებას წარმოადგენს. „კულტურის სახლი“ შედგება საპატიო წევრთა საბჭოს, სათათბირო საბჭოს, საპატიო წარმოამდგენლებისა და მოხალისე წევრებისაგან. “ქართული კულტურის სახლი“  გახსნის რეგიონულ ფილიალებს.

საპატიო წევრთა საბჭო: საპატიო წევრთა საბჭოში „კულტურის სახლის“ გამგეობის გადაწყვეტილებით აირჩევიან პიროვნებები, რომელნიც განსაკუთრებულ მხარდაჭერას უწევენ „კულტურის სახლის“ საქმიანობას.

სათათბირო საბჭო: გამგეობა, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციების მიღების მიზნით მოიწვევს სათათბირო საბჭოს. მის წევრებს ირჩევს გამგეობა. სათათბირო საბჭო უფლებამოსილია გამგეობას მიაწოდოს რჩევა ცალკეულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

საპატიო წარმომადგენლები: საპატიო წარმომადგენლები წარმოადგენენ „ქართული კულტურის სახლი“ რეგიონებში.

მოხალისე წევრი: გამგეობის გადაწყვეტილებით, მოხალისე წევრად ჩაითვლება პირი, რომელიც „ქართული კულტურის სახლი“  ღონისძიებებს გაუწევს მხარდაჭერას.

ქართული კულტურის სახლი პირველ ყრილობამდე, მის საქმიანობას წარმართავენ და წარმოადგენენ დროებითი გამგეობის წევრები:

1- ერდალ ქუჩუკი (გამგეობის თავმჯდომარე)
2- ოსმან ნური ანარი (თავმჯდომარის მოადგილე)
3- სეზაი სეფა (თავმჯდომარის მოადგილე)
4- დუიგუ იაზიჯი ოზგენი ( გამგეობის მდივანი)
5- ალი ტურაი ატაბეი (ბუღალტერი)
6- ჰასან იგიტი (გამგეობის წევრი)
7-  ბულენტ ოზგენი (გამგეობის წევრი)

ქართული კულტურის სახლი“:
მისამართი: Selahattin Pınar Cd. Mevlüt Çavuş Sk. No:4/5 Mecidiyeköy-İstanbul
ტელ: +90533 293 96 98 ; +90212 212 98 14
ელ-ფოსტა: gurcukulturevi@gurcukulturevi.org
banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.