ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთთინ ქოჯამ, სამეცნიერო კომიტეტის სხდომის შემდეგ კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ბოლო მონაცემების მიხედვით, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ჩინეთიდან ახალი წამალი ჩამოიტანეს, ასევე -  „განსაკუთრებით ინტენსიური თერაპიის მქონე პაციენტებში, წამლის მოხმარება შემცირდა 11 ან 12 დღიდან 4 დღემდე, ეს წამალი ამ დილით საკმაო რაოდენობით ჩინეთიდან ჩამოვიტანეთ“- განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება ქუჩაში გასვლის აკრძალვის თაობაზე მინისტრმა განაცხადა: „ ჩვენ ვართ იმ პერიოდში, როდესაც ყველამ ინდივიდუალურად უნდა ვიბრძოლოდ. ყველამ თავისი, პირადი, საგანგებო მდგომაეობა უნდა გამოაცხადოს. ამის გამოცხადება მაინცდამაინც სახელმწიფოსგან არ არის საჭირო“.

0

ფრიდონ ხალვაში ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს

ფრიდონ ხალვაში ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს.

ფრიდონ ხალვაში ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს
08 Nisan 2010 Perşembe 12:55

ცნობილი ქართველი მწერალი ფრიდონ ხალვაში ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს. მწერალს უკანასკნელი პატივი რიგითმა მოქალაქეებმა,  საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა, აჭარის აღმასრულებელი  და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს. 
ფრიდონ ხალვაშის ტაძრის ეზოში დაკრძალვის გადაწყვეტილება საქართველოს პატრიარქის თხოვნის საფუძველზე მოხდა. პატრიარქი ფრიდონ ხალვაშის ნათლიაა, რომელმაც პოეტს, 1999 წელს, ქრისტიანულ სარწმუნოებასთან დაბრუნების გამო, აჭარის ტკივილი და სიხარული უწოდა.

ფრიდონ ხალვაში იგი იყო 50-მდე წიგნის ავტორი. მწერლის საუკეთესო ნაწარმოებებმა _ „ჭოროხის  ხვაშიადი“, „გენაცვალე“, „რწმენა“, „ასი მზე დედის გულისა“, „დარდი“, „საყვედური“  ქართული ტრადიციების, ფასეულობებისა და თვითმყოფადობის ამსახველი  საუკეთესო ნიმუშებია. ფრიდონ ხალვაში  იყო შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმზღვანელობდა აჭარის მწერალთა კავშირს.

მწერალი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 85 წლის ასაკში, ქედის რაიონის მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში გარდაიცვალა. მას დამსახურებულად უწოდებდნენ  აჭარაში გადარჩენილი ქართული სიტყვის ქომაგს და ამ სიტყვის პატრიოტს.

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.