ჟურნალ "ფიროსმანი", ნომერი:11 (ზაფხული 2010 წ)

წითელი ქარივით მიფრინავს ცხოვრება...

ჟურნალ "ფიროსმანი", ნომერი:11 (ზაფხული 2010 წ)

წითელი ქარივით მიფრინავს ცხოვრება...

წითელი ქარივით მიფრინავს ეს ცხოვრება, წინ მიერეკება მთელ თავის ოცნებებსა და სიყვარულებს... თოლიის თეთრი ფრთებით მოტანილი ცხოვრება, რომელმაც არც კი იცის, წითელი ქარი რომაა... ხან გადარეული გრიგალია, ხანაც – ნაზი თბილი სიო... ფერსაც იცვლის, ზოგჯერ ცისფერი და ოქროსფერი გადაჰკრავს... მხოლოდ ისიც გამჩენისაგან დაწესებულ თავის გზას მიჰყვება; მარჯვნივ ან მარცხნივ რომც გადაუხვიოს ხანდახან, თავისი გამოგონილი ოცნებებისა რომც შეეშინდეს, გაქცევა და დამალვა რომც მოუნდეს... წითელი ქარის კვალს ადევნებული ბოლოს და ბოლოს, ადრე თუ გვიან, ისევ იმავე ადგილს მიაღწევს... შეყვარებული გოგონას პირველი კოცნით გამოწვეული მსუბუქი თრობა თან დააქვს მთელი ამ გზის მანძილზე, მაგრამ, როდესაც იმ ადგილს მიაღწევს, ჩერდება, პირველ კოცნას იქვე ტოვებს და მარტოდმარტო აგრძელებს გზას... გზას, რომელიც თეთრი ბაფთებით მორთული ხეების ქვეშ გადის... და გოგონა ამ თოვლის მაქმანებს ხეებზე კიდებს, ყოველ მათგანს თითო წვეთ ცრემლს აწვეთებს, დილით დადებული თრთვილის მარცვლებივით კამკამას, ფაქიზსა და სუფთას... შემდეგ ეს ცვრის ნაჟური ცრემლები გაივლიან წითელი ქარის წიაღში და ფერებს იცვლიან...
ცხოვრება უსასრულოდ ზევით მიიწევს, მაღლდება. ზღაპრული ფასკუნჯივით ცის კაბადონის ატლასიდან ფრთებს ისხამს; ზემოდან გადმოჰყურებს ცრემლებიდან ჩამოღვენთილ ცვრის მარცვლებს. მწუხრის მზე, რომელიც სიმწვანეს ოქროსფრად ღებავს, ატლასის ფრთების ქვეშ აღწევს და ზღვის ლივლივა წყალზე წითელ გზას აგებს. წითელი გზა ჯერ იისფერს იღებს, შემდეგ კი ღამის წყვდიადში ეხვევა; ვიდრე ბნელში დაინთქმებოდეს, ცხოვრება ახალგაზრდობაში ბრუნდება, მთელი ქვეყნიერების ენძელებს, თეთრ ყვავილებს მკლავებში იბღუჯავს და ახალდაგებული წითელი გზით შეყვარებულ გოგონასთან მიდის. წვიმაში გამოვლილი სიმღერასავით მოდის ასული და ფრთხილად ეხუტება მას, თითქოს პირველად ეხებაო, ისე... ენძელები მთელი ქვეყნიერების ღიმილში ახვევენ ორივეს, შემდეგ კი განზე დგებიან. ცხოვრებას ენძელების ხმით აღმოხდება ძახილი ატლასის ფრთების მისამართით, უსასრულოდ ზევით, თვით საკუთარი თავისადმი და სიყვარული, წითელ ქარად ქცეული, მისკენ იღებს გეზს. ცხოვრება მიდის, მიფრინავს, უკან კი ასულის გრძელი, თხელი თითები და ენძელების სურნელით გაჟღენთილი ხელისგულები რჩება...
თხელმა გრძელმა თითებმა კარგად უწყიან, საით წავიდა ცხოვრება, რომელი გზით იარა და სად მიმოაბნია დარდი და ნაღველი... ასული აგროვებს მაქმანებიდან ჩამონადენ ცვარს, ხეებს ხსნის ბაფთებს, მთლიანად აშიშვლებს მათ და სწრაფად, უკანმოუხედავად გაფრენილ ცხოვრებას... პირველი კოცნის გაბრუებას ფრთიან რაშად აქცევს და წითელ ქარს შემოუგდებს ზურგზე... იმ კოცნის მერე ცის კაბადონის მისამართით ნაღაღადებ სასიყვარულო სიტყვებს დაედევნება და რაშიც მიდის, მიფრინავს, თელავს ისევ იმავე გზას...
ცხოვრება საწყისს უბრუნდება, თავის დასაწყისს... უკან მიჰყვება მთელი მისი ოცნებები და სიყვარულები... სულაც არ იცის, რომ წითელი ქარია, თოლიის თეთრი ფრთებით მოტანილი...  (თურქულიდან თარგმნა ნანა კაჭარავამ)
ფარნა-ბექა ჩილაშვილი

სარჩევი:
- წითელი ქარივით მიფრინავს ცხოვრება... / ფარნა-ბექა ჩილაშვილი
- აჰმედ ოზქან მელაშვილის გახსენება… / ქეთი ხანთაძე
- ლაზი მგოსანი ხასან ჰელიმიში.. / თინა შიოშვილი
- დედაჩემის ნაქარგი მესიზმროს.. / ქეთი ხანთაძე
- ბედნიერი ბაბილონის ქართველი ხელმწიფე… / დათო ტურაშვილი
- მოგზაურობა საქართველოში მუსიკის თანხლებით... / მირჯან კაია
- წინა ცხოვრებიდან დარჩენილი კვალი / მიქაილ კაია
- მზიანი დღეები გველოდა! / შენოლ თაბანი
- ახლად აღმოჩენილი მოგონებები საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის შესახებ / გიორგი მამულია
- ნიგალის შესახებ... / მარიკა ჯიქია
- ღრუბლებში დავფრინავ, გული კი მტკივა... / ბედისა ელიაძე
- ქართული ხელნაწერები / სელდა უიგუნი
- გადავარჩინოთ ოშკის ტაძარი! / ირინე გივიაშვილი, ბუბა კუდავა
ჩვენი ჟურნალი მოიკითხეთ შემდეგ მაღაზიებში: 
 
მაღაზიის დასახელება მისამართი ტელეფონი
თბილისი
ბიბლუსი იოსებიძის 49 38 26 73/74
ბონა კაუზა თაბუკაშვილის 12 99 00 71
ბუკინისტური წიგნის სახლი აღმაშენებლის 77 94 21 58
ლიბრა კერესელიძის 1 შესახვევი
სავაჭრო ცენტრი „მეგალაინი”
35 56 83
პარნასი კოსტავას 22 99 08 38
პარნასი ჭავჭავაძის 22 25 39 86
პარნასი ლესელიძის 33 98 90 64
პარნასი ვაჟა-ფშაველას 58 39 02 19
პროსპერო ბუქსი რუსთაველის 34 92 35 92
სამშობლო ალ. ყაზბეგის 4 38 50 15
სანტა ესპერანსა სანკტ პეტერბურგის 12 95 93 51
წიგნის სახლი გამსახურდიას 31 31 30 97
წიგნის სახლი თარხნიშვილის 2 44 45 46
წიგნების მაღაზია ჭავჭავაძის 19 25 33 15
წიგნების მაღაზია ცოტნე დადიანის 43 96 62 38
წიგნების მაღაზია ყაზბეგის 41 39 16 69
ბათუმი
წიგნის სახლი გოგებაშვილის 24
წიგნის სალონი ინტელექტი დემეტრე თავდადებულის 16
ფოთი
პარნასი რუსთაველის რკალი 5, ნ. ნიკოლაძის კოშკი 855 11 04 64


თბილისი, ილია ჭავჭავაძის 17 ბ 
ტელეფონი 25-05-22 - ფაქსი 91-22-83
ელპოსტი: artanuji[at]artanuji.ge

banner207

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.