მოხუცთა პოლიფონიური ანსამბლი

მოხუცთა პოლიფონიური ანსამბლი "მაჭახელა" მეორედ ჩავიდა თბილისში

მოხუცთა პოლიფონიური ანსამბლი

მოხუცთა პოლიფონიური ანსამბლი "მაჭახელა" მეორედ ჩავიდა თბილისში

ქეთინო ხანთაძე

        საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილების გამგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, თურქოლოგ გიული ალასანიას პატრონაჟით თბილისში ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი "ჩვენებურები", რომლის მიზანი იყო საზოგადოებისათვის უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა კულტურის გაცნობა. თურქეთის მხრიდან ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობდა თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდი. ნიჰათ გოქიღითის, ისმეთ აჯარისა და ერგუნ ათაბაის სპონსორობით ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს მოხუცთა პოლიფონიურმა ანსამბლმა "მაჭახელამ", თურქეთის ქართველმა მომღერალმა ბაიარ შაჰინმა და წიგნ "ქარვის ქალების" ავტორმა ქევსერ რუჰიმ.
        დელეგაციას ხელმძღვანელობდა თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდის გენერალური დირექტორი მევლუდ ართვინლი. დელეგაციაში ასევე შედიოდნენ ანსამბლ "მაჭახელას" წევრები, ჯამილის (მაჭახელი) გარემოს დაცვისა და განვითარების საზოგადოების მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ერჰან იავუზი, მმართველი საბჭოს წევრი და ანსამბლის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი ქოქსალ ოზბაში, ქევსერ რუჰი, ბაიარ შაჰინი, ბორჩხას გარემოს დაცვის ფონდის პრეზიდენტი ნური ქოსე და ბურსა-ორჰანგაზის კავკასიური კულტურის საზოგადოების თავმჯდომარე მურად დემირჯი. ფესტივალი 22-დან 28 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. დელეგაციამ ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებებშიც მიიღო მონაწილეობა.
        თურქეთის მოხუცთა პოლიფონიურმა ანსამბლმა "მაჭახელამ" დიდი ინტერესი გამოიწვია. ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა მომღერალმა ბაიარ შაჰინმაც, რომელიც დოკუმენტურ ფილმ "გელინოს" შემდეგ საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სცენაზე მის ყოველ გამოჩენას აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ. ქევსერ რუჰიმ კი წარადგინა წიგნი, რომელშიც აღწერილია 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ ბათუმიდან ანატოლიაში გადასახლებულ კავკასიელ ქალთა დრამა.
        ფესტივალის პირველ დღეს, ვახშამზე, რომელსაც ესწრებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ანსამბლმა "მაჭახელამ" მინი კონცერტი გამართა. ართვინის ვილაიეთის ბორჩხას რაიონში მდებარე მაჭახელას ხეობაში ყოველდღიურ ცხოვრებაში, ქორწილებში, დღეობებში, ნადებში და ყანებში დღესაც მღერიან ამ სიმღერებს. ანსამბლმა, რომელიც სწორედ ამ ტრადიციულ სიმღერებს ასრულებს, საქართველოში ყოფნისას დიდი სიმპათია დაიმსახურა. ამ ტრადიციების შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვით ჯამილის (მაჭახელი) გარემოს დაცვისა და განვითარების საზოგადოებას და ქართული მუსიკის ქომაგებს ბაიარ შაჰინსა და იბერია ოზქანს. მომღერალთა ასაკი 45-დან 85 წლამდე მერყეობს. ანსამბლის წევრები არიან:
აჰმედ ქოსი
ნევზათ ერთურქი
ქაზიმ ბალჯი
ისმაილ ერთურქი
ჰამდი ერთურქი
მუჰამედ ბალჯი
ჯემალ ქარადენიზი
მაჰმუდ ნასი
მუჰითინ გოქდემირი
        ანსამბლმა კონცერტები ჩაატარა თბილისსა და ბათუმში. მათ მიმართ ჟურნალისტებმაც დიდი ინტერესი გამოიჩინეს. ჟურნალისტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ პირველი ვინ ჩამოართმევდა ინტერვიუს მაჭახლელებს, რომლებმაც ზოგიერთი ისეთი სიმღერაც შემოინახეს, რომლებიც საქართველოშიც კი დავიწყების პირასაა მისული. ანსამბლის შემოქმედება კონსერვატორიაში იმ მიზნით ჩაიწერეს, რომ მომავალ თაობებს ასწავლონ ეს სიმღერები.
ფესტივალის განმავლობაში ანსამბლს კონცერტები და თბილი შეხვედრები ჰქონდა თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ოპერის თეატრში, თბილისის უნივერსიტეტში, სამედიცინო უნივერსიტეტში და ფოლკლორის სახლში. 28 ნოემბერს კი კონცერტები გამართეს ბათუმის უნივერსიტეტისა და ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობებში. ასეთი თბილი შეხვედრების შემდეგ ანსამბლს ძალიან გაუჭირდა საქართველოსთან გამომშვიდობება.     
        დელეგაციის წევრები მევლუდ ართვინლი, ერჰან იავუზი, მურად დემირჯი, ნური ქოსე და ქევსერ რუჰი საქართველოში თურქეთის ელჩს და ბათუმის კონსულს შეხვდნენ. თბილ გარემოში ჩაიარა შეხვედრებმა, რომლებზეც საქართველოს საზღვართან, მაჭახელში მცხოვრებთა პრობლემებზე ისაუბრეს,. ასეთივე შეხვედრები შედგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მონისტრთან ლევან ვარშალომიძესა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ამირან კახიძესთან. 
        ქევსერ რუჰიმ ასე მიმართა საქართველოს საზოგადოებას:
        "მოგესალმებით თურქეთში მცხოვრები ქართველების სახელით. გამარჯობა!
ეს მისალმება არის ის უძვირფასესი განძი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა წლების წინ წაიღეს ამ მიწიდან. ეს არის 125 წლიანი სიყარულისა და კავშირის გამომჟღავნება. ეს განძი ჩვენი ქართული ენაა. მე ბედნიერი ვარ, რომ ამ განძის დამცველი ვარ. მე ბედნიერი ვარ, რომ თქვენ დღეს ჩემს მშობლიურ ენაზე მოგესალმებით.
ჩემი პირველი წიგნის "ქარვის ქალების" გამოისობით თქვენს გვერდით ვიმყოფები. ეს წიგნი პატარა მოთხრობებისგან შედგება. პირველმა მოთხრობამ "ქარვის ქალებმა" მთელ წიგნს მისცა სახელი. მასში აღწერილია 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ ბათუმიდან თურქეთში გადასახლებული ადამიანების დრამა. "ქარვის ქალები" წიგნის ყველაზე საინტერესო და პოპულარული მოთხრობაა. მე მასში შევეცადე მეჩვენებინა თამარ მეფის დიდგვაროვანი შთამომავალი ქალის ანატოლიაში მომხდარი ტრაგიკული ამბავი. რა თქმა უნდა ყველაფერ ამის მოკლე მოთხრობაში აღწერა შეუძლებელია. მე რაც შემეძლო, გავაკეთე. 
        მსოფლიოში ყოველთვის საშინელი ომები ხდება. ჩვენ მშვიდობისმოყვარული ერი ვართ. ძალიან მტკივნეულია, როდესაც მშვიდობის მოყვარულები ომში აღმოჩნდებიან. მაგრამ ჩვენ მშვიდობის იმედი არ დაგვიკარგავს და არც დავკარგავთ. ყველაფრის მიუხედავად განვაგრძობთ ბრძოლას მშვიდობისათვის. 
თუ უფლებას მომცემთ, აქ _ ჩვენს დედასამშობლოში მსურს კიდევ ერთხელ ყველას სათითაოდ მოგესალმოთ."

სახელთაშორისა ფესტივსლი "ჩვენებურები"

Bayar Şahin - Chveneburebi Topluluğu

ბაიარ შაჰინი & ანსამბლი ჩვენებურები

Maçahela - მაჭახელა

მაჭახელა (თბილისი-2004)

Bayar Şahin - Chveneburebi Topluluğu

ბაიარ შაჰინი & ანსამბლი ჩვენებურები


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.