ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთთინ ქოჯამ, სამეცნიერო კომიტეტის სხდომის შემდეგ კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ბოლო მონაცემების მიხედვით, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ჩინეთიდან ახალი წამალი ჩამოიტანეს, ასევე -  „განსაკუთრებით ინტენსიური თერაპიის მქონე პაციენტებში, წამლის მოხმარება შემცირდა 11 ან 12 დღიდან 4 დღემდე, ეს წამალი ამ დილით საკმაო რაოდენობით ჩინეთიდან ჩამოვიტანეთ“- განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება ქუჩაში გასვლის აკრძალვის თაობაზე მინისტრმა განაცხადა: „ ჩვენ ვართ იმ პერიოდში, როდესაც ყველამ ინდივიდუალურად უნდა ვიბრძოლოდ. ყველამ თავისი, პირადი, საგანგებო მდგომაეობა უნდა გამოაცხადოს. ამის გამოცხადება მაინცდამაინც სახელმწიფოსგან არ არის საჭირო“.

0

გაიხსნა ენციკლოპედიური ვებ-გვერდი www.konapedia.org

www.konapedia.org არის ქართული და ზოგადად კავკასიური კულტურის ენციკლოპედიური საიტი.

გაიხსნა ენციკლოპედიური ვებ-გვერდი www.konapedia.org
08 Temmuz 2016 Cuma 13:25

 ჩვენს ქვეყანაში თანდათან მკვიდრდება და ვითარდება ბეწდური ენციკლოპედიების გვერდით ინტერნეტ ენციკლოპედიები. “კონაპედია” ინტერნეტ ენციკლოპედიებიდან პირველია, რომელიც მიზნად ისახავს კავკასიური და ქართული კულტურის წარმოჩენას. ამ ინტერნეტ საიტის მოსამზადებელი სამუშაოები დამთავრების სტადიაშია, ასევე ვეპატიჟებით ყველას, ვისაც სურს თავისი წვლილი შეიტანოს ამ მნიშვნელოვან საქმეში.“კონაპედიას” მთავარი დანიშნულებაა იყოს ზოგადად კავკასიის და  ძირითადად საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ ენციკლოპედიური წყარო.   
        ენციკლოპედია, რედაქტორის თანხმობის შემთხვევაში, მზად არის დაბეწდოს გამოგზავნილი სტატიები. ამ სტატიებში დაცული უნდა იყოს ობიექტურობა, რადგან მიუკერძოებლობა ჩვენი ენციკლოპედიის მთავარი პრინციპია. ენციკლოპედია არ ითანამშრომლებს ამ პრინციპებისადმი შეუფერებელი სტატიების ავტორებთან. 
ენციკლოპედიაში გაგზავნილი სტატიებისადმი გამოთქმული შენიშვნები ასახვას ჰპოვებს სადისკუსიო გვერდებზე. ამა თუ იმ თემაზე უთანხმოებისა და კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში, შენიშვნები საბოლოოდ შეფასდება და გადაწყვეტილება მიიღება ენციკლოპედიის რედაქტორის მიერ.
        სტატიის ავტორებმა უნდა გამოაგზავნონ მხოლოდ ორიგინალური სტატიები, დაუშვებელია მათ მიერ სტატიებში სხვა, უცხო  წყაროებიდან გადმოტანილი მასალების ჩართვა. ამ შემთხვევაში ავტორებს ჩამოერთმევათ ენციკლოპედიასთან თანამშრომლობის უფლება, ასევე სტატიების არაორიგინალური ნაწილები ამოღებულ იქნება. სტატიის ავტორს შეუძლია სწეროს ფსევდონიმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში, მისი ნამდვილი ვინაობა უნდა შეატყობინოს რედაქტორს.
        “კონაპედიას” რედაქტორია ცნობილი ჟურნალისტი, მთარგმნელი და ენციკლოპედისტი ფაჰრეტტინ ჩილოღლუ.

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.