
როგორც გერმანული გაზეთი, Welt Am Sonntag იუწყება, შეთანხმება თავისუფალ სავიზო რეჟიმზე ოქტომბრის ნაცვლად, წლის ბოლოსათვის გადაიდო, თუმცა თურქი დელეგატები დაჟინებით მოითხოვენ, ეს საკითხი უახლოეს მომავალში განიხილოს. ევროკავშირის განცხადებით კი, მხარეებმა თურქეთის ტერორიზმთან ბრძოლის წესდებასთან დაკავშირებული უთანხმოება შეძლებისდაგვარად უნდა დაარეგულირონ.
