შირნაქის სამმართველოში გაკეთებული განცხადების თანახმად,
აფეთქება PKK-ს
ტერორისტების მიერ განხორციელდა. ტერორისტებმა ბომბი
ჯიზრეს რაიონში, პოლიციის განყოფილებიდან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით ააფეთქეს. მომხდარის შედეგად გარდაცვლილია 11 პოლიციელი, 78 ადამიანი დაჭრილია, 2 მათგანის მდგომარეობა კი მძიმეა. დაშავებულები ჯიზრეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ძლიერი აფეთქების შედეგად დაზიანებულია შენობები და სახლები. ტერორისტების დასაკავებლად მიმდინარეობს
სამძებრო ოპერაცია.