

მას შემდეგ, რაც PKK-ს ტერორისტებმა იფექიოლუს რაიონის პოლიციის სამმართველოს ცეცხლი გაუხსნეს, პოლიციელებმაც მათ შეტევით უპასუხეს, მაგრამ სროლები დიდხანს არ გაგრძელებულა. პოლიციამ თავდამსხმელები ვერ დააკავა, თუმცა მათი დადევნება შეძლო. ამჟამად კი, ტერორისტების დასაკავებლად, მთელი რაიონის მასშტაბით სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.